„უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს ხორბლის ნაკლები მოსავალი გვექნება“ – ნიკოლოზ ბენიაიძე მიზეზებზე საუბრობს

„რამდენიმე დღეა რაც ფერმერებმა მოსავლის აღება დაიწყეს, უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ წელს ნაკლები მოსავალი გვექნება“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, მისივე თქმით წელს ხორბალი ნაკლებ ფართობზე დაითესა, რადგან ზოგმა ფერმერმა მოვლა ვეღარ შეძლო, ზოგი სხვა კულტურაზე გადავიდა. „მოგეხსენებათ შარშან ფასის გამო ფერმერებს გაუჭირდათ და სხვა კულტურებზე გადასვლა მოუწიათ, ზოგმა კიდე […]

ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ელექტროშოკით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ელექტროშოკით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქვემო ქართლში, მდინარე მტკვარზე. „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული იარაღის – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 44 კგ თევზი. გასაბერი […]

“ქართველებო, იზრუნეთ, რომ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის დროს ამ პოლიტიკურ მარაზმს აარიდოთ” – სოსო პავლიაშვილი სააქართველოს ნაკრების შესახებ

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Metaratings-თვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. “მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქართველი ფეხბურთელები პოლიტიკურ ინტრიგებში არ გაიხლართონ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იზრუნოს რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ და მათგან არ ითხოვდნენ იყვნენ პოლიტიკური მარაზმის ნაწილი. ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ეს ასე უნდა იყოს და როდესაც ტურნირი დასრულდება, თვითონ გადაწყვიტონ. […]

ღუდუშაური: მაკრონის პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი

რაც შეეხება მაკრონის საკითხს, ბატონ მაკრონთან მიმართებაში მე პირადად… 7 ივლისამდე [საფრანგეთის არჩევნებამდე] მოდი მივცეთ საშუალება, რომ დავასვენოთ ეს ხალხი იმიტომ, რომ მათ თავისი პრობლემები აქვთ. ხმების კუთხით თუ გადავხედავთ, საფრანგეთის რუკას თუ შევხედავთ, იქ კატასტროფული მდგომარეობაა. პარიზში, პრაქტიკულად, ოდნავაა ნიშანი იმისა, რომ მაკრონის ხაზი იყოს მბჟუტავი. დანარჩენ ყველა ქალაქში თუ კომუნაში არის კატასტროფული მდგომარეობა. […]

როგორი ფარსია ბრიუსელელი მაღალჩინოსნების ე.წ. ერთობა და თანამოაზრეობა. მთავარია საკუთარი თანამდებობები და გავლენების გაძლიერება ევროკრატიულ სისტემაში

„როგორი ფეიკი და ფარსია ბრიუსელელი მაღალჩინოსნების ე.წ. ერთობა და თანამოაზრეობა. მთავარია საკუთარი თანამდებობები და გავლენების გაძლიერება ევროკრატიულ სისტემაში.“-ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა „politico“-ს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს სურს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამორიცხვა 17 ივნისს შეხვედრიდან, სადაც სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ევროკავშირის უმაღლეს საქმეებს განიხილავენ. „როგორი ფეიკი […]

ანა ბუჩუკური – „ოცნებას“ ვურჩევდი, შეეშვას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტობანას თამაშს – ევროპული პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა

„ოცნებას“ ვურჩევდი, შეეშვას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტობანას თამაშს – ევროპული პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ კვლავ „გლობალური ომის პარტიასთან“ მოუწევს ურთიერთობა. „საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტის პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა. ევროპული პოლიტიკა კვლავ ისეთი დარჩა როგორიც არის. ძალიან […]

გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში კვლევებს ახორციელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანის პოპულაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მასშტაბურ კვლევებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შეფასებით, რაპანა წარმოადგენს შავი ზღვის პრიორიტეტულ სახეობას, ამიტომ საქართველოს ტერიტორიულ […]

იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“- ამ სახელწოდებით იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო. „ევროპისა […]

ივნისის მძიმე დღეები – როდის გველოდება ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი

კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ივნისში მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლის დასასრული იწყება. ამას მოწმობს მზის ლაქების გაჩენის ინტენსივობა და სიხშირე. სწორედ ამიტომ მკვლევრები ივნისს მზის აქტივობის პიკად მიიჩნევენ. საბედნიეროდ, თვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური აფეთქება უკვე გავლილია – 4 ივნისს დედამიწას G3 კატეგორიის მაგნიტური ქარიშხალი დაატყდა თავს. შეგახსენებთ, რომ მაგნიტური შტორმები კლასიფიცირებულია ხუთბალიანი სკალით G1-დან […]

ბექა ოდიშარია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. „ოპოზიცია, რომელიც გამოდის აზვირთებული ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, არის დაკავშირებული ამ პროპაგანდასთან. ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და ამიტომ ჩვენ წინ აღვუდგებით ამას. მორალურ პოლიციას ჩვენ არ ვქმნით, ჩვენ […]