პრემიერი – სხვადასხვა ფორმატში მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას

ჩვენ სხვადასხვა ფორმატში მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან […]

პაპუაშვილი: მომავალი მოწვევის პარლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად უნდა გაიწეროს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში ბოიკოტის საკითხი ცალსახად უნდა გაიწეროს. პაპუაშვილის მტკიცებით, არსებობს პრაქტიკა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს “არდადეგებისთვის იყენებს”, რაც უნდა შეიცვალოს. “ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური […]

კობახიძე: ხელისუფლებებს შორის სირთულეები ხელს ვერ შეგვიშლის, ვიზრუნოთ უკრაინელ ხალხზე

ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია, არსებითად, კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. მათ შორის, თქვენ გახსოვთ, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება უკრაინიდან. ეს არ იყო, მე ვიტყოდი, მართებული ნაბიჯები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ შეუშლის შენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინო უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, […]

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან […]

რა ტენდენციებია მსოფლიო ხორბლის ბაზარზე და უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ხორბალზე ფასის ზრდას

მაისში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი თვიურად 15.8%-ით არის გაზრდილი. როგორია ტენდენცია და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ტენდენცია საქართველოში ხორბალზე ფასის გაძვირების მიმართულებით აისახოს, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი განმარტებით, მოსავლის აღება რეგიონში აქტიურ ფაზაში დაახლოებით ორ კვირაში შევა. ამავე დროს ახლა ყალიბდება ფასების ტენდენცია […]

10 მერი აშშ-ში გაემგზავრა

მერები და მათი მოადგილეები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან აშშ-ში იმყოფებიან. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ქართულ ოცნებაში“ დაუდასტურეს. პარტიაში ამბობენ, რომ დელეგაცია ფლორიდაში ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფება: „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ – ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა […]

“ლიონს” ორი არჩევანი აქვს – მიქაუტაძის დაბრუნება მშობლიურ გუნდში თუ ნიდერლანდელი ფორვარდის დამატება?

The Sports Daily წერს, რომ “ლიონი” გუნდის ფორვარდის ალექსანდრ ლაკაზეტის შემცვლელს ეძებს, რომელიც ამ ზაფხულს საუდის არაბეთს მიაშურებს. “ოლიმპიკს” ორი ვარიანტი აქვს და ორივე საფრანგეთიდან. ჩვენთვის სასიამოვნო ისაა, რომ ერთ-ერთი გიორგი მიქაუტაძეა, რომლის “მეციც” უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, ქართველმა კი ლიგა 1-ის გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა. ჩვენებური კარიერას სწორედ “ლიონში” იწყებდა და შესაძლოა, ის მალე […]

ლაშა ფარულავა – სუს-ი ივანიშვილის რეჟიმის კონტროლქვეშაა – მათი მხრიდან არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, მათი ანგარიშის მოსმენას არ დავესწრებით

სუს-ის მხრიდან არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამიტომ არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ რამე საინტერესო ეწერება მათ ანგარიშში, შესაბამისად, მოსმენას არ დავესწრებით. სუს-ი ივანიშვილის რეჟიმის კონტროლ ქვეშაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისივე შეფასებით, არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში რამე მნიშვნელოვანი […]

გია ვოლსკი – ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა თავისი განცხადებით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ამის წყარო იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელშიც მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული

ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, „ძალადობა ვისზეც არ უნდა […]

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასს“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისია ყველა ე.წ. საარჩევნო უბნის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასს“. ე.წ. „ცესკოს“ ცნობით, საჭირო 7 პროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა, მათ შორის „სახალხო პარტიამ“ და „კომუნისტურმა პარტიამ“. ე.წ. „ცესკომ“ ასევე გამოაქვეყნა იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც ერთმანდატიან ე.წ. საარჩევნო […]