შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს

მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მიმდინარე კვირის პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილებას. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია პოლიტიკურ ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს. “ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ […]
საფრანგეთის ოპოზიციურმა მემარცხენე პარტიებმა პირობა დადეს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ითანამშრომლებენ და საერთო კანდიდატებს წარადგენენ

საფრანგეთის ოპოზიციურმა მემარცხენე პარტიებმა პირობა დადეს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებისთვის ითანამშრომლებენ და საერთო კანდიდატებს წარადგენენ. საფრანგეთის ოპოზიციური მემარცხენე პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის მიზანს მთავრობისთვის და მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს. „ისტორიაში არის მომენტები, რომელთა გამოტოვებაც არ შეიძლება. აუცილებელია მოქმედება, ელექტროშოკი და პირველი ნაბიჯი ეს გაერთიანება იქნება“, – განაცხადა „მწვანეთა“ ლიდერმა, იანიკ […]
გიორგი ამილახვარმა კონფერენცია „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სან […]
NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO -ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. „NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.
იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას

იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ […]
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი “ტვ პირველს“ ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის

ქართული ოცნების თავმჯდომარის და ექსპრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ამის შესახებ მედია საშუალებებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა აცნობა. „დღეს, ჩვენ სარჩელით მივმართეთ […]
შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა – ბერძენიშვილი

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა – ბერძენიშვილი ზუკა ბერძენიშვილს თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა: “შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს ბიჭებო ყველა შენახული მყავხართ” წერს ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ […]
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ “პირველს” ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტვ “პირველი”-ს გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ამის შესახებ მედია საშუალებებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა აცნობა. „დღეს, ჩვენ სარჩელით […]
ზუკა ბერძენიშვილი: დარტყმის დროს, ერთ-ერთი მეძახდა, შენ თუ თავში არ გესროლოო

შენ თუ თავში არ გესროლოო, სამიდან ერთი მეძახდა, როცა დაგდებულს მირტყამდა. რასაც შვრებოდა, არ ყოფნიდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს, ბიჭებო. ყველა შენახული მყავართ.
იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“-იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს და მის დედაქალაქს გაზაფხულზე ვეწვიე. საქართველოში თქვენ […]