პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს. სხდომათა დარბაზის აივნიდან მედიის გაყვანაზე მითითება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არ ქონის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია პარლამენტის წევრებმა ორჯერ გაიარეს. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. […]
პაატა დავითაია – ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, როგორი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში – კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე ნათლად ცხადყოფს, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, რაც საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. პაატა დავითაია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ საქმე და ინციდენტში მონაწილე პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ. „ვგმობთ იმ თავდასხმას, რაც […]
ვოლსკი: ძალადობის წყაროა ის ჯგუფი, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული

რეალურად, საშინელება ისაა, რომ ისინი თავის მიზანს აღწევენ. ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი სწორედ ეს მიზანია, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დასახული აქვთ – რომ აგრესიას აუცილებლად მოჰყვება აგრესია. ეს კარგად იციან და მუდმივად, ყოველდღიურად, ინტენსიურად აწარმოებენ იმ პოლიტიკასა და სტრატეგიას, რომ როგორმე, საზოგადოებაში დაძაბულობა არ მოიხსნას. და თუ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის, მათთვის ეს მთავარი ამოცანა და მიღწევაა. […]
გაეროს უსაფრთხოების საბჭო ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის ამერიკის პროექტს მხარს უჭერს

გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტს მხარი დაუჭირა. აშშ-ს წარდგენილ შეთავაზებას მხარი დაუჭირა უსაფრთხოების საბჭოს 15 წევრიდან 14-მა. რუსეთის წარმომადგენელმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. შეთავაზება აყენებს პირობებს “სრული და საბოლოო ზავისთვის”, მათ შორის შეთანხმების პირველ ეტაპზე ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებას, მოკლული მძევლების ცხედრების დაბრუნებას და საპასუხოდ პალესტინელი პატიმრების […]
„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები“ – ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზეა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს, ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური […]
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის გამო ვერ იწყება

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. დეპუტატებმა რეგისტრაცია უკვე მეორედ გაიარეს, თუმცა კვორუმი ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა 73-მა დეპუტატმა, სხდომის გახსნისთვის კი, საჭიროა 76 კანონმდებელი. პლენარულ სხდომაზე იმყოფებიან „გირჩის“ წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია და ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი სხდომას არ ესწრება. მათ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული. ამ […]
აშშ გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში – ჯეიმს ო’ბრაიენი

აშშ გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი წერს. მისი თქმით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, […]
ივანე ჩხაიძე – გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია – ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია. მისივე თქმით, გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. „ნამდვილად განსხვავებული წელია. თუ ჩვენ პრეპანდემიურ პერიოდს შევადარებთ, საქართველოში ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით არასოდეს არ ყოფილა, […]
ირაკლი კობახიძე – უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს მზადყოფნას, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება […]
ირაკლი კობახიძე – ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა […]