გიორგი გაგუა და ოთო გოშაძე „აფლელუ პარიზის“ ლიმიტირებული კოლექციის კამპანიაში – სათვალე სპეციალურად საქართველოს მხარდასაჭერად შეიქმნა

Afflelou Paris-ის განსაკუთრებული მილოცვა საქართველოს – ფრანგულმა ოპტიკურმა ბრენდმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა, რომლის სახეებიც ფეხბურთელები: გიორგი გაგუა და ოთო გოშაძე გახდნენ. ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრნენ და გამარჯვება გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს. Afflelou […]

„აფლელუ პარიზის“ მხარდაჭერა საქართველოს – ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა

Afflelou Paris-ის განსაკუთრებული მილოცვა საქართველოს – ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა. სათვალის დიზაინი ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ბრენდის ერთგულებას დახვეწილი, მინიმალისტური სტილის მიმართ და მეორე მხრივ, გამოხატავს იმ ემოციასა და განწყობას, რამაც მთელი საქართველო მოიცვა 26 მარტს, ისტორიული გამარჯვების შემდეგ. სათვალე უკვე მოირგეს ქართველმა […]

სოხუმის აეროპორტიდან რეისები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება

სოხუმის აეროპორტი პირველ რეგულარულ რეისებს 2025 წლის დასაწყისში მოემსახურება, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოხუმში სრულდება აეროპორტის ტერმინალის შენობის განახლება და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმიდან თვითმფრინავები რეისებს რუსეთის შვიდ ქალაქში შეასრულებენ: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, სოჭსა […]

ილია დარჩიაშვილი – პრემიერმა ისაუბრა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ ომის დაწყების დღიდან აღმოუჩინა უკრაინას – მოგვეცა შესაძლებლობა, გამოგვეხატა სოლიდარობა უკრაინის მისამართით

დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და სოლიდარობას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მისამართით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ გერმანიაში, კანცლერ შოლცის ხელმძღვანელობით იმართება ფორუმი, რომელსაც ესწრება უკრაინის პრეზიდენტი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში და სხვა კოლეგებთან ერთად, […]

ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა და სლოვაკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა – პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ სურათზე ისაუბრეს და მათი ზრდა/განვითარების […]

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით, ადამიანს როცა ემუქრები ტყვიით და საჯაროდ უვარდები, ესაა ზუსტად ტერორი

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კომპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. მე კვლავ ვაკვირდები გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციები და ქვეყნები თანამშრომლობას იმ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით ხელი რამეს დააფაროს, ეს მათი პრობლემაა, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის […]

დიმიტრი ხუნდაძე – დასავლური კანონი რომ საქართველოში რუსულია, ამან საზოგადოებაში ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაფერს სწრაფად მოეფინა ნათელი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი თავის ფაქტობრივ შედეგს ძალიან მალე დადებს და საქართველოს მოსახლეობას, სულ ცოტა ხანში ეცოდინება ის, რასაც მას აქამდე უმალავდნენ, რითაც ქვეყნის მორჩილებას ცდილობდნენ და დღემდე, უარგუმენტოდ „რუსული კანონის” ძახილით ქვეყანას არყევენ და ცდილობენ შეაფერხონ გამჭვირვალობის პროცესი”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. […]

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და ევროპისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლებების შექმნას, არამედ ხელის მეტად შეწყობას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და ამასთან, მისი ევროპისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლებების შექმნას, არამედ ხელის მეტად შეწყობას, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ევროპარლამენტში დაახლოებით 25%-იანი მხარდაჭერით კვლავ ევროპის სახალხო პარტია იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩეს […]

თორნიკე რიჟვაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმა განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს. დაიგეგმა მნიშვნელოვანი […]

ვიქტორ სოლისი – „ჯივიპიში“ ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს

„ჯივიპიში“ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, – ამის შესახებ წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორმა, ვიქტორ სოლისმა განაცხადა. „ჯივიპის” ცნობით, მათმა ორგანიზაციამ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის – წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და […]