„ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული” — პაპუაშვილი ზუკა ბერძენიშვილზე

„რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული ყველას ვამხელთ“ — აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელიც ზუკა ბერძენიშვილს ეხება. თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ზუკა ბერძენიშვილის ფოტოები უჩვენა, რომელიც სწორედ პაპუაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან მალევე სცემეს. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შალვა პაპუაშვილს მიმართა და უთხრა, რომ მისი დღევანდელი განცხადება […]

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება ივანიშვილისა და „ოცნების“ წევრების სანქცირების მოთხოვნით

ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუმ) 57 ხმით, 13-ის წინააღმდეგ მიიღო განცხადება „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისა და ევროპული ღირებულებების უარყოფის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხოელი აგენტების კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს. რიიგიკოგუ […]

“მოურინიო ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე… მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო…” – შოთა არველაძემ “რომასა” და “ნაპოლის” მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

“მოურინიო ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე… მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო…” – შოთა არველაძემ “რომასა” და “ნაპოლის” მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა Youtub-ზე გადაცემა “ორშაბათობა”-ს სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო ისტორიები მოჰყვა. ის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის წინ ჟოზე მოურინიოს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონფლიქტის ამბავზე დაეკითხა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი “რომას” თავკაცობდა […]

საშუალო ინფლაცია იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი – გიორგი კაკაურიძე

ლართან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა დღეს გააკეთა ინტერვენციაც და განცხადებაც, რომ ერთჯერადი ტრანზაქციებია, რომელი ტრანზაქციების დასაბალანსებლადაც გამოიტანა შესაბამისი ვალუტა გასაყიდად, ეროვნულ ბანკს სრულად ვენდობით ამ ოპერაციებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მოთხოვნებისა და იმ ვალდებულებების შესახებ, რაც კომპანიების მხრიდან არის წარმოდგენილი. „საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას აქვს […]

ზელენსკი ბერლინში: უკრაინას Patriot-ის ტიპის სისტემის არანაკლებ შვიდი ერთეული ჭირდება

კიევს ესაჭიროება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის არანაკლებ შვიდი კომპლექსი რუსეთის არმიის თავდასხმისგან თავდასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას კიევში უკვე მიწოდებული Patriot-ის სამი სისტემისთვის. “საჰაერო თავდაცვა – ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე”, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ერთ-ერთი მიზანია […]

შალვა პაპუაშვილმა ზუკა ბერძენიშვილი კვლავ დაადანაშაულა დეპუტატების შეურაცხყოფაში

11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა სამოქალაქო აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტის გამო. აქუბარდიამ თქვა, რომ ახალგაზრდა კაცს ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფები გაუსწორდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდგომ. „ასე აპირებთ, რომ საქართველო აცხოვროთ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სცემოთ და დაასახიჩროთ?! – მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს და დაამატა, – თქვენი განცხადების […]

„როცა გარშემო ყველა ნაგინები გყავს და გეშინია, შეხვედრის მერე არ გაგიფინონ“

ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, სადაც ირაკლი კობახიძეც იმყოფება, ტრადიციული საერთო ფოტო გადაიღეს, რასაც სოციალურ ქსელში მხიარული კომენტარები მოჰყვა: ჟურნალისტი დათო გორგილაძე: „კობახიძე საერთო ფოტოზე ისეთ ადგილას დააყენეს, ცალკე რომ უშლიან ხოლმე ბავშვებს სუფრას დაბადების დღეებზე.“ ჟურნალისტი ბექა ყორშია: „როცა გარშემო ყველა ნაგინები გყავს და გეშინია, შეხვედრის მერე არ გაგიფინონ“

სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ – გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ომში მიწვევის შეტყობინებები მიუვიდეთ

სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ – გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ომში მიწვევის შეტყობინებები მიუვიდეთ „გამჭვირვალობის კანონი თავის ფაქტობრივ შედეგს ძალიან მალე დადებს და საქართველოს მოსახლეობას სულ ცოტა ხანში ეცოდინება ის, რასაც აქამდე უმალავდნენ, რითაც ქვეყნის დამორჩილებას ცდილობდნენ, დღემდე, უარგუმენტოდ, რუსულის ძახილით, ქვეყანას არყევდნენ და გამჭვირვალობის პროცესის შეჩერებას ცდილობდნენ.“ […]

იაგო ხვიჩია უმრავლესობას – თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ – ჩემი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება გამლახონ და საავადმყოფოში აღმოვჩნდე

თქვენი ლიდერები ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორს ახდენენ, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – რეალურად კი თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას. ხვიჩიას თქმით, ამ მმართველობის დროს პროფესია პოლიტიკოსი და აქტივისტი ადამიანური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დადგა. „ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც […]

თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს – ახალგაზრდების სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში „ზონდერები“ თავს დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს

ამ ტერორზე, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში “ზონდერები” დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს თავს, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს […]