დანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ეჭვი უცხოეთის დაზვერვის დახმარებაზეა

დანიის გამომძიებლებმა 11 ივნისს რუსეთის მოქალაქე დააკავეს. სკანდინავიური ქვეყნის უსაფრთხოების პოლიციის განცხადებით, ის ეჭვმიტანილია უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის ოპერაციების ხელშეწყობაში. პოლიცია დაკავებული ადამიანის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს. შესაძლოა, ის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლონ. რუსეთის მოქალაქე, რომელიც დანიაში ცხოვრობდა, დაკითხეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილის დარღვევის ბრალდებით, რომელიც ეხება გავლენის ოპერაციებს. დანიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სტარომაიორსკეს აკონტროლებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკეზე კონტროლი მოიპოვეს. უკრაინის სამხედროები ფაქტს არ ადასტურებენ. ორშაბათს, გვიან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა სცადეს წინსვლა სტარომაიორსკთან და მიმდებარე სოფელ ვოდიანთან, “მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აკონტროლებენ სიტუაციას”, – ნათქვამია უკრაინის მხარის განცხადებაში. ორივე სოფელი, რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონის, მთავარი […]

ჩინეთის მავნე გავლენა და უკრაინა – G7-ის სამიტის დღის წესრიგის დეტალები

13 -15 ივნისს, იტალია დიდი შვიდეულის (G7) სამიტს უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ ფაქტებს და ციფრებს, სამიტის დღის წესრიგიდან. სად იმართება სამიტი? შეხვედრას იტალიის სამხრეთ რეგიონში, აპულიაში მდებარე სასტუმრო Borgo Egnazia უმასპინძლებს. პირველ საღამოს, ლიდერები მათ პატივსაცემად გამართულ ვახშამს, ახლომდებარე ქალაქ ბრინდიზიში დაესწრებიან. მედიაცენტრი, სამიტის ლოკაციიდან 80 კმ-ის დაშორებით, ქალაქ ბარიშია განთავსებული. ვინ დაესწრება სამიტს? G7-ის შემადგენლობაშია აშშ, […]

Bloomberg: ევროკავშირს სურს რუსეთის გაზი აზერბაიჯანულით შეცვალოს

ევროპა კიევთან განიხილავს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნების ვარიანტს – შეიცვალოს რუსეთის გაზი აზერბაიჯანულით. ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. ევროპისკენ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულება წლის ბოლოს იწურება. კიევი არ გეგმავს გაზპრომთან შეთანხმების გაგრძელებას. უკრაინის კომპანია ნაფტოჰაზის წარმომადგენელმა, ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ტრანზიტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს. […]

ანაკლიის პროექტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოემსახურება TRACECA-ს დერეფანში გამავალ ტვირთებს – გურამ გურამიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა TRACECA – ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში. „საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან […]

გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის […]

KobeOff აზიის ბაზარზე, ტაილანდსა და ინდოეთში შედის

გაყიდვების სააგენტო KobeOff აზიისა და ტაილანდის ბაზარზე შედის. კომპანია, რომელსაც უკვე 5 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული საამირო, გერმანია, რუსეთი) აქვს წარმომადგენლობა კლიენტების მოძიებას ტაილანდსა და ინდოეთშიც იწყებს. კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ს KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი ესაუბრა. ” ჩვენი კომპანია კლიენტების მოძიებას უკვე აზიაში იწყებს. დაგვემატა ტაილანდი და ინდოეთი. ორივე ძალიან დიდი და მასშტაბური […]

,, აფერუმ იმ ვაჟკაცობას რომლითაც ეს შედევრი მრავალტანჯულ საქართველოს დაუბრუნდა!” – გიორგი კალანდია ბიძინა ივანიშვილზე

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ყიდვას ასე ეხმაურება: „არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა! საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება! დიახ უბრუნდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისე წარიმართა რომ დღემდე ზოსიმეს არცერთი ხელნაწერი არ გაგვაჩნდა, ეს ის იოანე ზოსიმეა რომელმაც “ქებაი […]

ზუკა ბერძენიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია ჩაუატრდა. როგორც სოციალურ ქსელში აქტივისტი სალომე ნიკოლეიშვილი წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. „ყველას უდიდესი მადლობა ზღვა მხარდაჭერისთვის“, – წერს „ფეისბუქზე“ ნიკოლეიშვილი. სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ბერძინიშვილს მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.

ჩვენ ვხედავთ სომხეთთან ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობას – ობრაიენი

“არმენპრესის” ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენმა სომხეთისა და შეერთებულ შტატებს შორის ერევანში გამართულ სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა ხედავს სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისა და ასევე, სომხეთის წილის გაზრდის შესაძლებლობას მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე. “მოხარული ვარ, რომ ჩვენს ორივე მხარეს ასეთი წარმომადგენლობით დელეგაციას ვხედავ. ეს მეტყველებს ჩვენს ფართო დღის წესრიგზე, […]