ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალდება სამივე მუხლით დაუმტკიცდა

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი დელავერის ფედერალური სასამართლოს ნაფიც მსაჯულებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებული ბრალდების სამივე მუხლით დამნაშავედ ცნეს. ჰანტერ ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ფედერალური კანონმდებლობის სამი მუხლის დარღვევაში დაუმტკიცდა, რადგან მან იარაღის შესყიდვის პროცესში შესავსებ ფორმაში არალეგალურად მონიშნა, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული. ნაფიც […]

კალიურანდი/მიქსერი: ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს გმობენ. განცხადების ავტორები არიან: სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში სვენ მიქსერი. განცხადებაში ისინი ურყევ მხარდაჭერას იმეორებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. “ჩვენ ვგმობთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2024 […]

“ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს” – “ტორპედომ” სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

“ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს” – “ტორპედომ” სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო ქუთაისის “ტორპედომ” 34 წლის ფრანგი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გუნდის საიტი წერს: “პარი სენ-ჟერმენის”, “ლივერპულის”, “კრისტალ პალასისა” და “მონპელიეს” შემდეგ მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის “ტორპედოა”. 34 წლის ფეხბურთელი თბილისში […]

არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა, საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება

არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა, საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი […]

,, წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი გლოვაა დღეს უსამშობლოთა ბანაკში” – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ასე ეხმაურება: „აქ თანხა მთავარი არაა – აქ მთავარია ეროვნული სულისკვეთება და მუდმივი მზადყოფნა ქართველობის შემცველი ღირებულებებისა და ფასეულობების თავის დედა-სამშობლოში დასაბრუნებლად. წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი გლოვაა დღეს უსამშობლოთა ბანაკში. ტრადიციულად თხოვნა მაქვს, ამ დიდებული ეროვნული საქმის ამსახველი მათი სიუჟეტები არ დამიმალოთ.”

ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუწოდებს “ჰამასს” მიიღოს ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ზავი და შეთანხმება, რათა ღაზაში ომი დასრულდეს. ვაშინგტონის გეგმას გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა. ახლო აღმოსავლეთში ეს ბლინკენის მერვე ვიზიტია მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად, ისრაელმა “ჰამასს” ომი გამოუცხადა. ბლინკენი მოუწოდებს რეგიონის ქვეყნებს, დაარწმუნონ პალესტინელთა დაჯგუფება, მიიღოს ამ შეთანხმების პირველადი ვარიანტი. […]

“რონალდოს შემხედვარეს ეს სულ მაკვირვებს… ამით მე და ჩემი კოლეგები გაოცებული ვართ” – პორტუგალიელთა მწვრთნელი კრიშტიანოს შესახებ

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თავისი გუნდის მთავარ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შესახებ UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ისაუბრა. “ბევრმა მოთამაშემ ვერ მიაღწია იმას, რაც მან შეძლო. ის მრავალი თვალსაზრისით სამაგალითოა. იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გუნდის შემადგენლობაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, სერიოზული მიღწევაა. ის, რაც ყოველთვის მაკვირვებს კრიშტიანოში, […]

ბერარდის იტალიური გრანდების რიგი უდგას – თავდამსხმელმა არჩევანი უკვე გააკეთა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სერია B-ში გავარდნილი “სასუოლოს” თავდამსხმელის, დომენიკო ბერარდის შეძენით იტალიური გრანდები არიან დაინტერესებულნი. 29 წლის ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილს “იუვენტუსი”, “მილანი”, “ნაპოლი” და “რომა” გამოთქვამენ. თავად გამოცდილ შემტევს გული ტურინისკენ მიუწევს და “ვეკია სინიორას” ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება. ბერარდის ბედი დიდწილად ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც “ნაპოლის” უკავშირებენ. ფეხბურთელს “ნეროვერდისთან” […]

რონალდო: ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია

39 წლის კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. “მტკიცედ მჯერა, ამ ევროპირველობით დაწყებული, ეს გუნდი პორტუგალიელ გულშემატკივრებს ბევრ სიხარულს მოუტანს. ვთვლი, რომ საუკეთესო ის თაობაა, რომელიც ტიტულებს იგებს. იმედია, ეს ნაკრები გაიმარჯვებს, ვინაიდან წარმოუდგენლად ნიჭიერი გუნდი გვყავს. როგორც იცით, მარტო ტალანტი გამარჯვებისათვის საკმარისი არ არის. ასეთი ტურნირის მოსაგებად ბევრი რამაა საჭირო. […]

სოხუმის აეროპორტიდან რეისები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება – ბჟანია

სოხუმის განახლებული აეროპორტიდან რეისები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განუცხადა. „აეროპორტის გახსნის შემდეგ ვგეგმავთ, ფრენები, რუსეთის, დაახლოებით, შვიდ ქალაქში შესრულდეს. ვფიქრობთ, რომ ეს პირველივე წლიდან ნაკადს, მინიმუმ, 50%-ით გაზრდის,“ – აცხადებს ბჟანია. ის მიმართულებებს არ აკონკრეტებს, თუმცა რუსული მედია ამ ქალაქებად მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, ეკატერინბურგს, ნოვოსიბირსკს, ყაზანს, […]