გიგა ბოკერია – პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს, რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ

დიდი ალბათობით, რეჟიმი ამაზრზენად მოქცევას გააგრძელებს ან კიდევ უფრო ამაზრზენად მოიქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ შეშინებულები არიან, მეტიც, ასეთი სუსტები არასდროს ყოფილან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ეშინია, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს. “ივანიშვილის რეჟიმი […]

გვარამია: თუ გახარია არის ცალკე, ანა დოლიძეც, მეორე გირჩიც, როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე?

თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ანა დოლიძეც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე? ხომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ ერთი VS ერთზე, როცა არსებობს განსხვავებული არჩევანი. დავანებოთ თავი სხვებს, გახარია ხომ არ არის უბრალო განსხვავებული არჩევანი, რომელზეც ვიმსჯელებთ ასე ხელის წამოკვრით, ეს არის არჩევანი, რომელმაც შეიძლება გრავიტაცია კიდევ უფრო მეტი შეიძინოს თუ დარჩენილი პოლიტიკური ცენტრები […]

ყველაზე ძლიერ ფაქტორი, რამაც იმოქმედა ლარის გაუფასურებაზე, იყო პოლიტიკური გარემო – მიხეილ თოქმაზიშვილი

„ყველაზე ძლიერ ფაქტორი, რამაც იმოქმედა ლარის გაუფასურებაზე, იყო პოლიტიკური გარემო, რომელშიც აღმოჩნდა დღეს საქართველო“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა და ანალიტიკოსმა მიხეილ თოქმაზიშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ჩვეულებრივ რეჟიმში განაპირობებს ხოლმე ლარის გაუფასურებას, ამ ეტაპზე არის მყარი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობა ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ. […]

,, არაფერი შეგვარგეს ტიპებმა!” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს: ,,არადა, დღეს ისევ ფეხბურთზე მინდოდა პოსტების წერა და რამდენი დავაპირე, იმდენი ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი გამახსენდა… საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და იმის მაგივრად, ყველა ამ ამბით ვცხოვრობდეთ, ხელისუფლება საკუთარ ხალხს ტერორს უწყობს. არაფერი შეგვარგეს ტიპებმა!”

გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო – ბიუჯეტი 575 421 ლარი

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა განთავსდა . ამასთან, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაითესა ბალახი და დაირგო ხე […]

სისხლის, ვაქცინების და იმუნური პროდუქტების იმპორტი 35.5 მლნ ლარამდე გაიზარდა

სისხლის, ვაქცინების და იმუნური პროდუქტების იმპორტი 14.3 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში ქვეყანამ 35.508 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 21.188 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, წელს, მხოლოდ აპრილში 10.179 მლნ აშშ დოლარის სისხლი, იმუნური პროდუქტების და ვაქცინების იმპორტი განხორციელდა. ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 4 […]

ლატვიის თქმით, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებს შორის უკრაინისადმი კოორდინირებულ მიდგომაა საჭირო

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს ექნებათ უფრო კოორდინირებული მიდგომა უკრაინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრეზიდენტმა რიგის სამიტისგან თავი შორს დაიჭირა, განაცხადა სამშაბათს ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა. ვიქტორ ორბანი ამ დრომდე უარს აცხადებს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე და მოკავშირეებს შორის, რუსეთთან ახლო კავშირებით გამოირჩევა. რინკევიჩმა თქვა, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა თამაშ სულიოკმა გააუქმა მოგზაურობა, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის […]

სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს. ჰანტერ ბაიდენის გასამართლება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი ოჯახის წევრი დამნაშავედ […]

,, ქველმოქმედება დიდი სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ თუ ჯერ ვალდებულებას ასრულებ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ივანიშვილის მიერ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ასე ეხმაურება: ,,როცა ფაქტობრივად ხელისუფლებას მართავ და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხარ, მე არ გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც არ გაქვს ანუ არ გთხოვ ქველმოქმედებას, მე გთხოვ იმას, რისი ვალდებულებაც გაქვს ანუ იმას, რომ ქვეყანა არ გახადო საბჭოურ-ირანული უცნაური ჰიბრიდი, იმას რომ არ დევნო კრიტიკოსები და […]

ტაივანი ამბობს, რომ ყოფილი ჩინელი კაპიტანი დააკავა, რომელიც ტაიპეის სადგურში კატერით შევიდა

ტაივანის სანაპირო დაცვამ კვირას ჩინელი მამაკაცი დააკავა, რომელიც სამართალდამცავების ცნობით, საზღვაო ძალების ყოფილი კაპიტანია და შესაძლოა კუნძულის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდა სურდა. დაკავებული პირი ტაიპეის ნავსადგურში მდინარის მიმართულებით, კატერით შევიდა, რის შედეგადაც სანაპირო დაცვამ დააკავა. ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ამ დრომდეც დაძაბულია. ჩინეთი დემოკრატიულად მართულ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. კუნძული კი ამას არ ეთანხმება. ტაივანის […]