ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელი 2 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა, რომლებიც გუშინ, 12 ივნისს ბალდის კანიონში მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარავს თავს დაესხნენ და 2 აქტივისტი დაჭრეს. “სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 […]
რუსეთმა კიევზე მორიგი კომბინირებული იერიში მიიტანა

რუსეთმა კიევზე მორიგი კომბინირებული იერიში მიიტანა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გამოიყენეს როგორც ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ისე დრონები. “მტერმა დედაქალაქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმა კომბინირებული იყო, სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით. მოწინააღმდეგემ გაუშვა Х-101, Х-555, Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Ту-95МС-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ბორტებიდან. ეს რაკეტები კიევში სამხრეთის მიმართულებიდან რამდენიმე ტალღად […]
WB ქვეყნების მმართველობის 6 ინდიკატორს ასახელებს – რა შედეგები აქვს საქართველოს მთავრობას

მსოფლიო ბანკი (WB) მსოფლიოს ქვეყნებში მმართველობის 6 ინდიკატორს ასახელებს, რომელიც მის ეფექტურობას განაპირობებს და 2012-2022 წლის შედეგებს აქვეყნებს. ამ მხრივ, საქართველოს, 2022 წელს, ყველაზე ცუდი შედეგი – 22.7%-ი, „პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობა/ტერორიზმის“ ინდიკატორში აქვს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 81.6% „რეგულაციების ხარისხში“. მსოფლიო ბანკი მსოფლიოს ქვეყნების მმართველობას შემდეგი ინდიკატორების მიხედვით აფასებს: · ხმა და ანგარიშვალდებულება, რაც […]
პრეზიდენტმა განმარტა, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ. მისი თქმით, მისი განცხადება რეფერენდუმის შესახებ „დაამახინჯეს“. პრეზიდენტის განმარტებით, ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი, ხოლო რეფერენდუმი, რომელიც მან იგულისხმა, „ქართული ქარტიის“ ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს. „რაც შეეხება რეგიონებში კამპანიას. საჭიროა, რომ “ქართული ქარტია” პარტიებისა და თქვენს მიერ […]
გაწმენდითი სამუშაოების გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდება

ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის კულინარიის პროგრამაზე სწავლა დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის კულინარიის პროფესიული პროგრამაზე სწავლა დაიწყო. მომავალი ერთი თვის მანძილზე ხუთი მსურველი ცენტრის დაფინანსებით კულინარიის პროფესიის საფუძვლებს შეისწავლის. კულინარიის პროფესიული პროგრამა “აჭარა ჯგუფთან” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა, რომელიც საჭიროა კულინარიული პროფესიის დასაწყებად. კულინარიის პრაქტიკული კურსი ტარდება თბილისში, აჭარა ჯგუფის სასტუმროებსა და კვების ობიექტებში. კულინარიის […]
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში საფერავის მესამე ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. „აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად […]
პოლიციამ მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, […]
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.