შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ […]

“13 წლის გოგონას აიძულებდა მის წინაშე გაშიშვლებულიყო” – დაკავებულია ერთი პირი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული […]

საქართველოში 4 თვეში 1.4 მლნ ღირებულების ნაყინი შემოვიდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს?

2024 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 1 მილიონ 424 ათასი დოლარის ღირებულების 263 ტონა ნაყინი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნაყინის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულებით 11.8%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობით 2.7%-ით შემცირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნაყინის ფასი გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ ნაყინის შემოტანა მთავარი საიმპორტო ქვეყნიდან – თურქეთიდან და რუსეთიდან შემცირებულია, […]

TOP-10 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით “ჯიპიაი” ლიდერობს, რომელსაც “თიბისი დაზღვევა” და “იმედი L” მოსდევენ. სადაზღვევო სექტორი გაიზარდა და I კვარტალი ინდუსტრიამ ₾25-მილიონიანი წმინდა მოგებით დახურა, რაც წლიურად გაორმაგებული მაჩვენებელია. ბაზარზე რეგისტრირებულმა 18 სადაზღვევო კომპანიამ წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ₾398 მილიონის პრემია მოიზიდა, […]

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე – გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება დასანქცირებული, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ – არ უნდა იყოს და იმიტომ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სიაში არ იქნება. კითხვაზე თუ რატომ, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ”. „მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ,” – განაცხადა ბატიაშვილმა.

გაეროს კომისიის ანგარიში – გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს

გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს, – ამის შესახებ ანგარიში გაეროს კომისიამ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისა და ღაზის სექტორში კონფლიქტის პირველი რამდენიმე თვის გამოძიების შემდეგ გამოაქვეყნა. კომისიის ანგარიში, რომელიც 2023 წლის ბოლომდე მომხდარ მოვლენებს მოიცავს და რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ნავი პილაი ხელმძღვანელობს, ჯარიმებს არ ითვალისწინებს, თუმცა ღაზის […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ებრაელი თემი შავუყოთს დღესასწაულობს. შავუყოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია, იგი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე ებრაელებს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს შეახსენებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს და […]

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში. ადიდებულმა მდინარემ უხადურამ დააზიანა ხიდბოგირები, საავტომობილო გზები. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა ღორღით. მოვარდნილმა წყალმა ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო. დატბორილია ეზოები. სტიქიის ადგილზე მთელი ღამე იმყოფებოდა ხარაგაულის მერი. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ალექსი ბატიაშვილი – გამოვლენილია სახელმწიფოს ძალიან ბევრი ჯაშუში, მაგრამ მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არ არის – სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ

რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი სახელმწიფოს ძალიან ბევრი ჯაშუში – სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში, სუს-ის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯაშუშების დაკავება სახელმწიფოს ამოცანა არ არის. “კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. […]

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლაითურის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, რედუცირების კვანძზე ძველი ამორტიზებული ონკანები ახლით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება, ლაითურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეუწყდებათ. „აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 ივნისის 07:00-დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება […]