ენტონი ბლინკენი – „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმ წინადადებაში, რომელიც მაგიდაზე იყო, „ჰამასმა“ მრავალი ცვლილების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ზოგიერთ ცვლილებაზე მუშაობა შეიძლება, ზოგიერთზე კი არა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან, კატართან […]
თბილისის ებრაული მემკვიდრეობა – ლაშა შაყულაშვილის ტური ფეთხაინში

ლაშა შაყულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და ებრაისტია. ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკვლევარმა მისი ინიციატივით თბილისის ქართულ-ებრაული ეთნიკური თემების, მათი მემკვიდრეობითი ისტორიის შენარჩუნების და საკითხის ირგვლივ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საექსკურსიო პროექტი შექმნა. სამ საათიანი ტურის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ თბილისში არსებული / შენარჩუნებული ურბანისტული, კულტურული ძეგლები, და არტეფაქტები, რომლებიც ქართულ-ებრაული […]
“სომხეთის ევროპული პარტიის” ლიდერი საქართველოში არ შემოუშვეს

სომეხი პოლიტიკოსი და რეჟისორი, სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს. ხზმალიანი საქართველოში შემოსვლას ერთდღიანი საქმიანი ვიზიტისთვის აპირებდა. როგორც პოლიტიკოსი თავის Facebook-პოსტში წერს, ის სამი საათი ელოდებოდა მესაზღვრეებს, რის შემდეგაც მას პასპორტი დაუბრუნეს, თუმცა ამის მიზეზი არ აუხსნიათ. ხზმალიანს სომხეთში დაბრუნება მოუწია. “გილოცავთ რუსეთის დღეს…” – წერს […]
რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების წვრთნებს აფართოებს

რუსეთმა განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცებმა და სამხედრო მეზღვაურებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. მათივე ინფორმაციით, წვრთნები ლენინგრადის სამხედრო ოლქში ჩატარდა, რომელიც ნატოს წევრ ნორვეგიას, ფინეთს, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ესაზღვრება. როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი აფართოებს ბირთვული წვრთნების წინასწარ გამოცხადებულ არეალს და რთავს მასში ჯარისკაცებს იმ სამხედრო ოლქებიდან, რომლებიც არქტიკული ოკეანიდან შავ ზღვამდე […]
თეონა აქუბარდია – სუს-ის უფროსს საკუთარ უმრავლესობასთან შთაგონების საათი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ მძიმეა – ეს იყო ყველაზე მოსაწყენი განხილვა ამ სამი წლის განმავლობაში

ეს იყო ყველაზე მოსაწყენი განხილვა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც მე [პარლამენტში] ვარ – უფრო მეტად, შთაგონების საათი ჰქონდა სუს-ის უფროსს საკუთარ უმრავლესობასთან, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ მძიმეა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, “საკმაოდ მძიმე და არაფრის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8664 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8664 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8664 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0834 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0763 ლარს შეადგენდა. […]
ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორ სანტიაგო ლაფუენტეს, რეგიონალურ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს, ასევე GWP – ის გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ […]
გრიგოლ ლილუაშვილი – 2023 წელს სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება 13 საქმეზე დაიწყო, სისხლის სამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო

საანგარიშო პერიოდში სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება სისხლის სამართლის 13 საქმეზე დაიწყო. სისხლის სამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2023 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს აცნობს. მისი შეფასებით, 2023 წელს საქართველომ კონტრტერორისტული მიმართულებით დადებითი შედეგები აჩვენა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშებსა და […]
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება

ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს , – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან სოციალურ ქსელში „X” გამოაქვეყნა. ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა […]
გლდანის I მიკრორაიონის N19 – 19ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19 – 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა […]