მამარდაშვილის შემცვლელი უკვე “ვალენსიაშია” – სად გადავა ქართველი?

“ვალენსიამ” ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების 30 წლის მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის (სიმაღლე 193 სმ) ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, – ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება. დიმიტრიევსკი 6 წელი იცავდა “რაიო ვალეკანოს” ღირსებას და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. სტოლეს ლა ლიგაში 127 მატჩი აქვს ჩატარებული, თავისი ქვეყნის ნაკრებში კი 69-ჯერ ითამაშა. მისი შეძენა ფაქტიურად გიორგი მამარდაშვილის გასხვისებას ნიშნავს, რაც […]
ცესკოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა […]
ლეგენდარული კალათბურთელი, ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ლიგის (NBA) ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული გამთამაშებელი, ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერი ვესტმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში 14 სეზონი გაატარა და 1 ბეჭედი მოიგო, შემდეგ კი ამავე გუნდის გენერალური მენეჯერის რანგში NBA-ს ჩემპიონობა კიდევ ექვსჯერ იზეიმა. ამის შემდეგ კი ვესტი მრჩეველის როლში გოლდენ სტეიტ უორიორსსა […]
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სასამართლო დავა მოიგო – ISFED

საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ერთ-ერთი თანამშრომლის, ლალი ახალაიას გათავისუფლება და მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED) ავრცელებს. “2021 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის 25 ნოემბერს “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ […]
საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის – მმართველი პარტიის ინიცირებულ ცვლილებებს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს

საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის. მმართველი პარტიის ინიცირებულ ცვლილებებს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს. „ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას უწყების რეფორმირებით ხსნის, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ეს ივანიშვილის პარტიის ახალი თაღლითობა და რეალურად ხალხის ფულის მითვისების ახალი სპეცოპერაციაა. თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევის და პრემიერისთვის ამ უფლების მინიჭებით, იზრდება საპენსიო ფონდში არსებული ფულის დაბანდების […]
საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი 91%-ით გაიზარდა

საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი 91%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის ოთხ თვეში ქვეყანამ 60.44 ათასი დოლარის ცოცხალი ფუტკარი იყიდა, წელს იანვარ-აპრილში ამ მაჩვენებელმა 115.46 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ როგორც წელს, ასევე შარშანაც ცოცხალი ფუტკაცის იმპორტი მთლიანად თურქეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ფუტკრების იმპორტის დიდი ნაწილი მარტში შემოვიდა – 105.74 ათასი დოლარის ღირებულების. ამ ყველაფერს […]
წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორი, FCC Aqualia-ს წარმომადგენლები ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებმა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო […]
“ულტრა კონსერვატიულ ფლანგზე დიდი ჯახი იქნება” – თავდგირიძე

ულტრა კონსერვატიულ ფლანგზე დიდი ჯახი იქნება. ობიექტურად, ალტინფოს და პტრიოტთა ალიანსის კოალიციის ელექტორატი ანდასავლურად განწყობილი მოქალაქეებიდან იქნება მოზიდული, ბოლო მოვლენებმა როგორც აჩვენა, ოცნებასაც ამომრჩეველი ანდიდასავლელ პუბლიკაში ყავს. მაგრამ, იმის გამო რომ ოცნება ერიდება აშკარა პრორუსულ პოზიციონირებას, ალტ ინფოს სერიოზული უპირატესობა აქვს. ანტიდასავლურობა საქართველოში მხოლოდ პრორუსულობას ნიშნავს და ვინც არ მოერიდება ანტიდასავლურთან ერთად პრორუსულ ნარატივებს ამომრჩევლის […]
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის დროს განაცხადა. „დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს… გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ. ნამდვილი […]
აჭარის უმაღლეს საბჭოში 13 ივნისის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა 13 ივნისს გაიმართება. „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე წარმოადგენს. 14 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე კი, ყოველწლიური ანგარიშით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით […]