მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია: ჩვენს წევრს, გიორგი თავართქილაძეს მესამედ დახვნენ ტიტუშკები

მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია წერს, რომ მათ წევრს, გიორგი თავართქილაძეს სახლთან ე.წ. ტიტუშკებმა ჩასაფრება მესამედ მოუწყვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავართქილაძეს საკუთარ სახლთან კინომატოგრაფების მიერ კინოცენტრთან გამართული აქციის შემდეგ დახვდნენ. “ჩვენი მოძრაობის წევრს, გიორგი თავართქილაძეს მესამედ, დღევანდელი აქციის შემდეგ, დახვდნენ სახლთან ე.წ. ტიტუშკები. პატრულის გამოძახების შემდეგ, მათ დატოვეს ტერიტორია. ვერ შეგვაშინებთ, ბრძოლა გრძელდება”, – წერს მოძრაობა.

კუპრაძე: იმ ადამიანებთან კომუნიკაციის დისკომფორტი არ გვაქვს, ვინც წარსულ შეცდომებს ხედავს

ბექა ოდიშარია ჰყავს ხელისუფლებას, რომელიც 2012 წელს ოქტომბრის არჩევნების წინა თვეს ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო და ანზორ ბოლქვაძე აჭარაში ორჯერ იყო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი და შემდეგ ქართულმა ოცნებამ გადაიბარა… ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ცუდი ადგილობრივი ფეოდალური ნაწილი ქართულმა ოცნებამ ისეთი წარმატებით და ისეთი რიხინით გადაიბარა, რომ მე ნაციონალური მოძრაობის დიდ ნაწილს ქართულ ოცნებაში ვხედავ … … […]

უკრაინის სამშვიდობო სამიტის დოკუმენტის პროექტი “ყველა მხარეს” მოუწოდებს იმუშაონ სამომავლო მოლაპარაკებაზე

შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტისთვის დამუშავებული კომუნიკეს პროექტი ამბობს, რომ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას კონფლიქტის “ყველა მხარის წარმომადგენლები” და მისდიოს შეთანხმებებს ბირთვული უსაფრთხოების, საკვების უსაფრთხოების, ომის პატიმრების დაბრუნებისა და მოტაცებული ბავშვების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პროექტს, რომელიც საბოლოო არ არის, რადიო თავისუფლება გაეცნო 12 ივნისს – სამი დღით ადრე მანამ, სანამ სამშვიდობო სამიტი გაიხსნება შვეიცარიის საკურორტო […]

„კოლეჯ „განთიადში“ გვაქვს პროგრამა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტოა, ხილის ცივად შენახვა“ – ანა დათუაშვილი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, კოლეჯ „განთიადის“ დირექტორმა ანა დათუაშვილმა სასწავლო პროგრამებსა და პედაგოგების პროფესიულ გადამზადებაზე ისაუბრა. „კოლეჯი „განთიადი“ 2012 წელს დაფუძნდა 3 კოლეჯის შეერთების შედეგად. ამ სამივე კოლეჯიდან დავიტოვეთ ტრადიციები და ამიტომ დღეს გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებას, სახელოვნებო მიმართულებაც და მომსახურების სფეროც. გვაქვს 13 გრძელვადიანი და 2 მოკლევადიანი პროგრამა. პროგრამები […]

ფაშინიანი პოლიციას იცავს, დემონსტრანტებთან მათი შეხლა-შემოხლის შემდეგ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 12 ივნისს დაიცვა პოლიციის მხრიდან ერევანში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გატარებული ქმედებები. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების ფონზე, თავად ფაშინიანი პარლამენტის შენობაში ატარებდა დეპუტატებთან შეხვედრას, რომელზეც მიანიშნა, რომ სომხეთი სრულად დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO/ОДКБ), ანუ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფალ […]

გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის – ლილუაშვილი კობახიძე-ვარჰეის სატელეფონო საუბარზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ევროკომისარი პრემიერს სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, ვარჰეიმ ის უსაფრთხოების ზომების მისაღებად “მეგობრულად გააფრთხილა” და მსგავსი რჩევის გამოძიების პრეცედენტი სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. “პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა […]

ღმერთმა ნუ ქნას, ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ, თუ წაიღებენ არც მაგაზე მოვიკლათ თავი, ქართველი საქართველოს დაუბრუნდეს, აქ ვაშენოთ

ღმერთმა ნუ ქნას, ეს სიმწრით მოპოვებული ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ, თუ წაიღებენ არც მაგაზე მოვიკლათ მე და შენ თავი. საქართველოს ქართველი დაუბრუნდეს, აქ ვაშენოთ, – ამის შესახებ მწერალმა, რევაზ მიშველაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ღირსეული გაიმარჯვებს, ხოლო ღირსეულში მოიაზრებს ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს სიამაყე და ღირსება დაუბრუნა. “მერე რა, რომ დამამცირებელ საქმეზე, იტალია, […]

ევროკავშირმა 2021 წელს პენსიებზე მშპ-ის 12,9% დახარჯა

ევროკავშირმა 2021 წელს პენსიებზე თითქმის 1,882 ტრილიონი ევრო დახარჯა, რაც მშპ-ის 12,9%-ის ეკვივალენტურია. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა განაცხადა. წინა წელთან შედარებით, გადახდები 2,8%-ით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მშპ-ში 2020 წლის 13,6%-თან შედარებით შემცირებულია. 2021 წელს საბერძნეთში პენსიები მშპ-ის 16,4%-ს შეადგენდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მას მოსდევს იტალია (16,3%), ავსტრია (15%) და […]

“ტყუპისცალები” – კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს” – იტალიური მედია

CalcioMercato-ს ჟურნალისტმა სიმონე ჟერვაზიომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ. გოლების მანქანა და “კვარაცხელიას ტყუპისცალი” საქართველოსა და საფრანგეთის შემდეგ ევროპის დასაპყრობად “Dzmao” ქართულად ძმას ნიშნავს და ეს სიტყვა კარგადაა დაკავშირებული ახალგაზრდა ფეხბურთელის პროფილთან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის დიდ ფეხბურთში მოსახვედრად ტრამპლინად გამოყენება შეუძლია. ეს ერთი წლის წინ პირველივე სეზონში სკუდეტოს […]

ბოკუჩავა: ჩვენს პარტიაში არაა პიროვნული ამბიციების ადგილი

ლევან ბეჟაშვილი იყო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ მისთვისაც აბსოლუტურად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილებები [რომ ლევან ხაბეიშვილს დაეკავებინა მისი პოსტი], რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდი არის შეკრული, როგორც არასდროს, ჩვენი გუნდი როგორც არასდროს, ისე არის ორიენტირებული გამარჯვებაზე და ჩვენს პარტიაში არ არის პიროვნული ამბიციების ადგილი, აქ ყველაფერი წყდება მხოლოდ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. და ძალიან მეამაყება, […]