გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, თანაბრად არის დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, თანაბრად არის დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს საჯარო პარლამენტისა და ქართველი ხალხის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. მისი საინტერესო მოხსენებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უწყება მისიას, რაც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას ითვალისწინებს სამსახური წარმატებით ართმევს თავს […]
ო’ბრაიენი: ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს

საქართველომ და სომხეთმა გამოხატეს ინტერესი ევროკავშირთან და ერთიან ბაზართან დაახლოების მიმართ – იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ სხვა – ასე რომ, ვფიქრობ, [სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის] სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში, მსგავსი ინტეგრაცია მხოლოდ დაჩქარდება და ის საშუალებას მისცემს ინვესტიციების განხორციელებას სომხეთის, საქართველოსა და სხვების ინსტიტუციებში. ვფიქრობ, დავინახავთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარგებელი არ არის მხოლოდ […]
ოჯახი 72 წლის ლენა ქურციკიძეს ეძებს

ოჯახი 72 წლის ლენა ქურციკიძეს ეძებს. ქალი ჭიათურაში, საკუთარი სახლიდან 30 მაისს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, 1952 წელს დაბადებულ პენსიონერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას პოლიცია უკვე 12 დღეა ეძებს, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით შვილს, გიორგის აღნიშნულ ნომერზე: 551557558
თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი – ჯიმ ო’ბრაიანი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიანმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში, ერევანსა და ბაქოს შორის 15 მაისის შეთანხმებაზე საუბრისას, განაცხადა: ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა – რომელიც თაობაში ერთხელ ან, შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ერთხელ ჩნდება ხოლმე – ავაშენოთ სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა […]
სომხეთის “ევროპული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

სომხეთის ეროვნული პარტიის ლიდერი ტიგრან ხზმალიანი, რომელმაც საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს მხარი ღიად დაუჭირა, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე თავად დაწერა. მისი თქმით, ქართულმა სასაზღვრო პოლიციამ ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში აუკრძალა შესვლა. “დღეს, 2024 წელს, 12 ივნისს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ არ მომცა საშუალება შემოვსულიყავი საქართველოში, სადაც ერთდღიანი პრაქტიკული ვიზიტის ფარგლებში მივდიოდი. […]
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სანქციებს აფართოებს რუსეთის სამხედრო წარმოების წინააღმდეგ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 12 ივნისს გამოაცხადა ახალი სანქციები 300 უწყების მიმართ, რომლებიც, გავრცელებული ეჭვით, რუსეთს აწვდიან პროდუქციას და მომსახურებას მისი სამხედრო წარმოებისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსამარაგებლად. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის შესაძლებლობის შესახებ შეიძინოს ნახევარგამტარები, ოპტიკური აღჭურვილობა და სხვა საქონელი, რომელიც მაღალტექნოლოგიური იარაღის სისტემების წარმოებისთვისაა საჭირო – მიუხედავად უწინ უკვე დაწესებული სანქციებისა. სანქციების ახალი […]
სულ მცირე 8 ადამიანი შეეწირა რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე

12 ივნისს უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელა დარტყმა, რასაც შეეწირა სულ მცირე რვა ადამიანი, დაიჭრა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის ბავშვები – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, იჰორ კლიმენკო. მსხვერპლის შესახებ განახლებული მონაცემი კლიმენკომ ტელეგრამით გამოაქვეყნა მას მერე, რაც მანამდე გამოაცხადა, რომ ექვსი ადამიანი იყო დაღუპული. ამასთან, კლიმენკოს თქმით, ოთხი ადამიანი დაკარგულია. უკრაინის წარმომადგენლების […]
უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის შემდეგ სხვა რამ თუ გამაკვირვებდა … თურმე სად ხარ – ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკითარი დედისთვის ამორალუროს წოდება, ნეოტროცკიზმსაც კი სცილდება. მისივე თქმით, მანაგაძე სწორედ ის აქტივისტია, რომელიც მეხუთე კოლონის დავალებით, პრემიერ-მინისტრისთვის ლექციების ჩატარებაში ხელის შეშლას ცდილობს. “უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის შემდეგ სხვა რამ თუ გამაკვირვებდა… თურმე სად ხარ! ახალგაზრდა ნაცაქტივისტი ვინმე […]
Apple-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს კომპანიის მიერ ყოველწლიურ კონფერენციაზე გაჟღერებულმა სიახლეებმა გამოიწვია. საფონდო ბირჟებზე Apple-ის აქციების ფასი ერთ დღეში 7%-ზე მეტით გაიზარდა და მოცემული დროისთვის 207 აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული ზრდით, Apple-მა Nvidia-ს გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა. მეტიც, მას საბაზრო კაპიტალიზაციით ლიდერ Microsoft-მდეც ცოტა აკლია. […]
მიხეილ სააკაშვილზე სასაცილო ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილზე სასაცილო ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ზედმეტი კომენტარის გარეშე გთავაზობთ: