წვრთნის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხომალდები ჰავანის პორტში შევიდა

12 ივნისს ჰავანის ნავსადგურში შევიდა რუსეთის ფლოტის ფრეგატი და ბირთვული წყალქვეშა ნავი – დროებითი შეჩერებისთვის, რომელიც, აშშ-ისა და კუბის განცხადებით, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ფართოდ აღიქმება რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებად, უკრაინის ომის გარშემო მზარდი დაძაბულობის ფონზე. ფრეგატი “ადმირალი გორშკოვი” და ატომური წყალქვეშა ნავი “ყაზანი” ჰავანის ნავსადგურში დილით შევიდა, არათვითმავალი წყლის ტრანსპორტისა და საწვავის ხომალდის თანხლებით. […]

თურნავა ლარის გაუფასურებას “არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს” უწოდებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლარის კურსთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ყველაფერი არის ჯანსაღი და კეთილსაიმედო”. თურნავა TV იმედის ეტერში ამბობს, რომ ბოლო კვირებში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნეგატიურმა მოლოდინებმა გამოიწვია, “რომელიც განვითარდა სხვადასხვა არასწორი ინფორმაციის, ანგაჟირებული ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებების, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე”. მისი შეფასებით, საფუძვლიანი და სიმართლე არის ის, რომ […]

მართლა ძალიან მძიმე შემთხვევაა. საკუთარ მშობელზე უარის თქმა – ეს უკვე ძალიან მაღალი „ლეველია”

მართლა ძალიან მძიმე შემთხვევაა. საკუთარ მშობელზე უარის თქმა – ეს უკვე ძალიან მაღალი „ლეველია” „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აქტივისტ ნიკო მანაგაძის სიტყვებს – „დედაჩემთან არ მაქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. ამ მოცემულობაში ამორალური და მძიმეა ჩემთვის ამის მოსმენა…“, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ საკუთარ მშობელზე უარის თქმა რადიკალების მხრიდან უკვე […]

რაში აინტერესებს უსამშობლოთა კასტას გაიგონ ის, თუ რატომ ვერ ხდება ქვეყნის “აყირავება”, რატომ ვერ “ჭრის” საბოტაჟი, რამ შეუშალა ხელი ქვეყანაში “მეორე ფრონტის გახსნას” და ა.შ.

რაში აინტერესებს უსამშობლოთა კასტას გაიგონ ის, თუ რატომ ვერ ხდება ქვეყნის “აყირავება”, რატომ ვერ “ჭრის” საბოტაჟი, რამ შეუშალა ხელი ქვეყანაში “მეორე ფრონტის გახსნას” და ა.შ. პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ბოიკოტს ეხმიანება. ექპერტის თქმით, სუს-ის მუშაობის შედეგად, ქვეყანაში რევოლუციური გეგმები ვერ შედგა, რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერორისტული აქტისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი […]

“დედაჩემი ახლაც ამბობს, რომ სულ სხვა თემაზე ისმებოდა კითხვები მედიის მხრიდან და სხვანაირად გამოიყენა ეს სამთავრობო მედიამ” – ნიკო მანაგაძე

“დედაჩემი ახლაც ამბობს, რომ სულ სხვა თემაზე ისმებოდა კითხვები მედიის მხრიდან და სხვანაირად გამოიყენა ეს სამთავრობო მედიამ” – ნიკო მანაგაძე აქტივისტი ნიკო მანაგაძე სამთავრობო მედიებში დედის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ მას და მის ძმას მშობლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. დღეს სამთავრობო მედიებმა ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი ჩაწერეს და მისი განცხადებები აქტივისტის წინააღმდეგ […]

აშშ რუსეთში თავდაცვის სექტორსა და კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვის სექტორს, რუსულ კომპანიებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუსეთი სამხედრო ეკონომიკად გადაიქცა, სადაც კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო წარმატებაში უკრაინასთან მიმდინარე ომში. ამერიკის ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან იმით, რომ რუსეთს […]

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშები ტრევიზოში აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მე-3 დღეა, იტალიაში, ქალაქ ტრევიზოში იმყოფება და სერბი სპეციალისტის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის 4 საგზური საკვალიფიკაციო ტურნირებით თამაშდება და საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, წარმატების შემთხვევაში ოლიმპიადაზე გავიდეს. საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ჩვენი ნაკრებია, ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2 დან 7 ივლისის ჩათვლით […]

ნიდერლანდების საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს პრინციპების ერთგულება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და EU-სკენ გზაზე. საგარეო უწყება მოუწოდებს მთავრობას, ამ პრინციპების მიმართ ერთგულება აღადგინოს. “ამ კვირაში საქართველოსთან დროული პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დიალოგის საშუალებით გაიცა მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ უარყოფითად აისახება საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიაზე, ევროკავშირის […]

“ეს არის ისტორია გმირი ცოლ-ქმრისა” – მიხეილ ხაჩიძე

“ეს არის ისტორია გმირი ცოლ-ქმრისა” – მიხეილ ხაჩიძე (იტაი და ადარ ბერდიჩევსკები ასე აღნიშნავდნენ შავუოტს 2023 წელს შვილებთან ერთად. ფოტოზე) იტაი მეუღლე ადართან ერთად მოკლეს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დროს. მათ დარჩათ ორი 10 თვის ტყუპი, რომლებიც 13 საათის განმავლობაში MAMAD-ში იყვნენ ჩაკეტილები, საბოლოოდ კი ოჯახის ახლობლებმა იპოვეს. ადარი და იტაი დაიღუპნენ, მაგრამ მათი სახლის ზღურბლზე […]

“თქვენ არ ხართ მონები, ეს მონობის შეურაცხყოფაა, თქვენ ძვლებამდე გახრწნილები ხართ, თქვენ მიყიდეთ თავისუფლება და სინდისი ივანიშვილს” – ფადი ასლი პაპუაშვილს და ოცნებას

“თქვენ არ ხართ მონები, ეს მონობის შეურაცხყოფაა, თქვენ ძვლებამდე გახრწნილები ხართ, თქვენ მიყიდეთ თავისუფლება და სინდისი ივანიშვილს” – ფადი ასლი პაპუაშვილს და ოცნებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ალია უცვლელად გთავაზობთ: “ღია წერილი საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს თბილისი, 2024 წლის 13 ივნისი ბატონო პაპუაშვილო, ამ ღია […]