ელისეის სასახლე – „დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინა კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ მისი განხორციელების ტექნიკური ასპექტების დადგენა. შეგახსენებთ, საუბარია […]

დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 309 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. “სამიტზე პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას უკრაინას გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სტაბილიზაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად“, – […]

პენტაგონი – „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე (რამშტაინის ფორმატი), უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა. პრესსპიკერის მოადგილეს დაუსვეს შეკითხვა : როდის ელოდება შეერთებული შტატები უკრაინისთვის Patriot-ის ახალი სისტემის მიწოდებას და პენტაგონის აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ომზე. „რაც შეეხება Patriot-ს, ჯერჯერობით განცხადება არ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის შეხვდა. „მნიშვნელოვანი და ენერგიული შეხვედრა მის აღმატებულება საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინც და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან. „განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და […]

კაკისტოკრატია – საფრთხე მყისიერია და რეაქციაც მტკივნეული და ეფექტური ჭირდება – გიორგი თარგამაძე

ფოტოკოლაჟი – ფორმულა კაკისტოკრატია ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფოს მმართველობის ისეთ ფორმას ნიშნავს, როდესაც ძალაუფლება ყველაზე ცუდ, არაკვალიფიციურ და უსინდისო ადამიანების ჯგუფს უპყრია ხელთ. საქართველოში დღეს კლასიკური კაკისტოკრატია გვაქვს, სადაც ავტორიტარიზმის, მაფიოზურ-კლანურობის, კორუფციის, კრიმინალის, გაუნათლებლობის, არაკვალიფიციურობის, ანტიჰუმანურების, ქრისტიანული და ნებისმიერი ტრადიციული რელიგიური ეთიკის თავდაყირა დაყენების და უსინდისობის ისეთი კოქტეილია ათქვეფილი, რომ მისგან მომდინარე სიმყრალის სრულად გასანიავებლად […]

ნიკა კვეკვესკირი: მონტენეგროში გამარჯვება თავდაჯერებას მატებს გუნდს

გერმანიაში ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხა: “გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით […]

ლაშა დვალი: ეს მთელი ქვეყნისთვის ზეიმი უნდა იყოს

გერმანიაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშის წინ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გააკეთა: “ორი კვირაა ვემზადებით. პირადად ჩემთვის, საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და მომზადება ინდივიდუალურად დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლოს ვარ ოპტიმალურ ფორმასთან. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე ვარჯიში, სადაც ფიზიკურ კონდიციებს გავიუმჯობესებთ. სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. დღეს ღია ვარჯიში გვაქვს, სადაც გულშემატკივარი გაგვამხნევებს […]

დიდი აჟიოტაჟი – საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში სავსე სტადიონზე ივარჯიშა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა. ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს. შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო […]

“დავასრულებთ ამ ჯოჯოხეთს! ბრძოლა ბოლომდე!” – ნიკო მანაგაძე

დღეს სამთავრობო მედიებმა ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი ჩაწერეს და მისი განცხადებები აქტივისტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის გამოიყენეს. ინტერვიუს კონტექსტი ისაა, რომ თითქოს მანაგაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაშია შეყვანილი. მოგვიანებით, როცა ნიკო მანაგაძესაც დაურეკეს კომენტარისთვის, მისი კომენტარის ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდი დედასთან აღარ აქვს ურთიერთობა, გამოიყენეს ახალი მესიჯბოქსისთვის. რავი, […]

“ლილუაშვილმა ცოტას უ@ლევებს ეს ხუჭუჭა, რით ვერ მიხვდითო” – ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: ლილუაშვილმა ვარჰეი არ დამუქრებია კობახიძეს, მეგობრულად ურჩია ფრთხილად იყავიო, ხოლო გლობალური ომის პარტია, მასონები და ჟაკ დე მოლე ჩვენს ანგარიშში საერთოდ არ არიან ნახსენებიო ანუ, რა გჭირთ, ცოტას უ*ლევებს ეს ხუჭუჭა, რით ვერ მიხვდითო