თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), რეხის, საექიმოს, ავშნის, ნუგზარ შანავას და მგელაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 […]

კიევის ოლქში 24 საათზე მეტია ვერ აქრობენ რუსეთის დარტყმით გამოწვეულ ხანძარს

კიევის ოლქში მეორე დღეა გრძელდება რუსეთის მასირებული შეტევის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 13 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამრეწველო ობიექტზე ხანძრის ქრობაში ჩართულია 249 მეხანძრე, 98 ერთეული ტექნიკა და 4 სახანძრო მატარებელი. კიევის ოლქში მდებარე ამ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა 12 ივნისს, შუაღამის შემდეგ განხორციელებული შეტევის შედეგად. რა ობიექტია ეს, […]

ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024

პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე – რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური ტაიმ-აუტი და ძალთა გადაჯგუფება საარჩევნოდ – როგორ გამოიყენებენ პარტიები ზაფხულს ვაშინგტონი კიევს კიდევ ერთ “პეტრიოტს” უახლოეს დღეებში მიაწვდის – ზელენსკი სულ 7 ასეთ სისტემას ითხოვს * * * პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე – რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე “ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს, […]

თეა ახვლედიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მრავალკომპონენტიანი კამპანიის შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. „შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ კამპანია, […]

რუსეთის ელჩი აშშ-ის ახალ სანქციებზე – ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გავცემთ

რუსეთი შეერთებულ შტატებს ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს, თუმცა ის კვლავ მზადაა თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის, – ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს. „აშშ-ის ადმინისტრაციამ რუს ხალხს „რუსეთის დღე“ სანქციების მორიგი პაკეტის გამოცხადებით მიულოცა. რუსეთი ღიაა პატიოსანი და თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის, თუ და როცა ამერიკელები მზად იქნებიან ამისათვის. მიუხედავად ამისა, […]

დაბადებაზე მეტი გარდაცვალება – უარყოფითი ბუნებრივი მატება ყველაზე მაღალი იმერეთსა და სამეგრელო ზემო სვანეთში ფიქსირდება

2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა. უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იმერეთში დაფიქსირდა. აქ 2 171 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მაღალი მაჩვენებელია ასევე სამეგრელო ზემო […]

პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღეს გიორგი ამილახვარს მოუსმენს

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ გაიმართება, რომლის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმენენ. განათლების მინისტრი პარლამენტის სხდომაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ბურიანი, ნავდარაანთკარი, ზაქარო, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში – ავთანდილის, […]

სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

მოსკოვის ბირჟა იძულებულია დღეიდან, 13 ივნისიდან შეწყვიტოს ვაჭრობა ამერიკული დოლარით და ევროთი. მიზეზი ბირჟის სანქცირებაა. 12 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX). მოსკოვის ბირჟის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, 13 ივნისიდან „სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და […]

კირილ ბუდანოვი – ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა არმაგედონი არ იქნება

ახლა უკრაინის ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა, გაზვიადება საჭირო არ არის, არმაგედონი არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მიმაჩნია, რომ რთული პერიოდი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არმაგედონი არ იქნება. არ ინერვიულოთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ“, – თქვა მან. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების საზაფხულო შეტევა […]