როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ფოთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 […]
ბათუმში ასათიანის N20-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაში 0.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება

სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქ. ბათუმში ლ. ასათიანის ქ. N20 მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 442 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. განხორციელებულ სამუშაოებზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდი. კონსტრუქციულ სამუშაოებზე 10 […]
თბილისის მერია პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 13 ივნისს, იწყება. პროექტის ფარგლებში, რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩამდე, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, მოეწყობა ასევე ახალი განათებები, მოწესრიგდება ტროტუარები. სამუშაოების მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ჭიჭინაძის ქუჩაზე კი აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა […]
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ბაგრატ ქერდუყაშვილს, უფროს ლეიტენანტ თემურ ფუტკარაძეს, უფროს სერჟანტ დიმიტრი ცინარიძეს, უმცროს სერჟანტ გიორგი თხელიძესა და კაპრალ-სპეციალისტს გიორგი აბრამიშვილს დაკისრებული მოვალეობის […]
BRICS-ზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ

ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ. The BRICS Games, featuring over 5,000 athletes across 27 sports, started in Kazan. Abkhazia’s national team is participating with 63 athletes competing in sports including wushu, karate, judo, sambo, freestyle and Greco-Roman wrestling, digital football, and basketball. According… pic.twitter.com/2CK6xgPBfi— Abkhaz World […]
“ზურაბიშვილმა MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა წაგვართვა” – ნინო წილოსანი

Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი აღარ ჩატარდება. ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მთავრობის გადაწყვეტილებებია. არსებულს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება: „მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს ნაკრების წაგებას გულშემატკივრობენ ევროპაზე. არჩევანი ამ ორ ძალას […]
„გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, ამ დღემ ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა” – კალაძე

“ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა.” – ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. „დღეს 13 ივნისია, ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას 2015 წლის 13 ივნისი გვახსოვს. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით […]
თხილის ბაზარზე კონკურენციის დარღვევის რისკები არ იკვეთება – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ: 2020-2023 წლებში, ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან […]
13 ივნისის სტიქიისას დაღუპულის საქმეზე საიამ სტრასბურგს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საიას ცნობით, ნდავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სტიქიის შედეგად გარდაიცვალა. საჩივარში ხაზგასმულია, რომ სტიქიის დროს სახელმწიფომ გამოიჩინა დაუდევრობა, ერთი მხრივ, ვერ დაიცვა მოსახლეობა სტიქიური უბედურებისგან, […]
G7 უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდი დოლარის გადაცემაზე შეთანხმდა

იტალიაში G7-ის სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს უკრაინას გადასცემენ. როგორც ცნობილია, ამ თანხას უკრაინა სესხის სახით მიიღებს. ფინანსური დახმარების დეტალებზე ჯერჯერობით G7-ის სახელმწიფოები არ შეთანხმებულან. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს. ლიდერებს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირი France 24-თან ადასტურებს. მისი […]