არგენტინის სენატმა ხავიერ მილეის რეფორმების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

არგენტინის სენატმა ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ეკონომიკური რეფორმების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რითაც მილეი შეეცდება, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიცემული რადიკალური ცვლილებების დაპირება სისრულეში მოიყვანოს. კანონპროექტს მხარი 37-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 36 იყო. ამასთანავე, კანონპროექტთან დაკავშირებით არგენტინის სენატში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, რომელიც ამავდროულად სენატის თავმჯდომარეცაა, გადამწყვეტი ხმა მილეის რეფორმების სასარგებლოდ მისცა. თუმცა, შემდეგ ეტაპზე სენატორებმა […]

არაფერი შეგეშალოთ, „ქოცებო“, ფრთხილად იყავით, ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ, ფიზიკური დანდობა არ იქნება – გუბაზ სანიკიძე

ფრთხილად იყავით, ბავშვებთან, ოჯახებთან და შვილებთან, გამწარებული მამები არ მიიღოთ ორლულიანი თოფებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, რომელიმე ახალგაზრდას რამე რომ დაემართოს, „დანდობა არ იქნება“. „რამე არ შეგეშალოთ, „ქოცებო“, თორემ მერე დანდობა აღარ იქნება თქვენი. ეს ახალგაზრდობა უპატრონოები არ არიან, ამათ მამები და დედები ჰყავთ. ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ. […]

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. ზოოპარკში და ძაღლების თავშესაფარში სტიქიას შეეწირა 200-ზე მეტი ცხოველი, მატერიალურმა ზარალმა 50 მლნ-ს გადააჭარბა. ძლიერი წვიმის შემდეგ წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩახერგა, რის შემდეგაც წყლის უზარმაზარი მასა ქალაქს თავს მოულოდნელად დაატყდა. კლდის ნაშალი […]

„ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს“ – ლევან წულაძე

ლევან (ჭოლა) წულაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა თაობის წარმომადგენლებს. ახალგაზრდებმა მისცეს სტიმული ძველგაზრდებს და ყველა თაობას. ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს”. ახალი თაობის გარდა აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, რომელიც აქტიურია, ამის იმედი არ მქონდა, – განაცხადა […]

ვაშლიჯვარში, კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა ექსპერტიზის დასკვნით, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია – მერია

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თბილისში, ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია და საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, რომ ის საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს. ამ თემაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მობინადრეების დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია მიმდინარეობს. მუნიციპალურ ინსპექციას საქმის წარმოება აქვს დაწყებული. […]

“თუ კონტე “კვარას” ასე გამოყენებას აპირებს, ქართველი “ნაპოლიდან” უნდა წავიდეს” – იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ხვიჩაზე ისაუბრა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. გრაციანიმ განიხილა ის შესაძლო ტაქტიკა, რომელსაც “პარტენოპეის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, გამოიყენებს. “როგორც წესი, კონტე ხშირად 3-5-2 ტაქტიკას იყენებს ხოლმე. თუ ეს ასე ამჯერადაც მოხდება, ყველანაირ ლოგიკას გასცდება. რა მოხდება 3-4-2-1 ტაქტიკის შემთხვევაში? ის […]

შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტზე, რომ ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე წარდგინებას პრეზიდენტი ჯერ არ გამოხმაურებია – ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი

ეს აჩვენებს მის [სალომე ზურაბიშვილის] სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით […]

ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა – გრიგოლ ლილუაშვილი

„ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტში, სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა. „ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული […]

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია – გრიგოლ ლილუაშვილი

გასულ წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო, ხოლო ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. […]

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, […]