შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზმები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, ემუქრებიან და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს – წაყრუება მიუღებელია

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზმები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს – წაყრუება მიუღებელია, თუ იწონებენ ამას და ამბობენ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, გვითხრან, თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, […]
შალვა პაპუაშვილი – ყველა საკითხზე შეიძლება თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?“ – ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა – როცა საუბარია, რომ კანონის გამო შეიძლება ვინმეს ტყვია ესროლოს, გამაოგნებელია

ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ეს თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?” – ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა. როდესაც, საუბარია იმაზე, რომ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ ამ ჯგუფებმა შესაძლოა, ვინმეს ტყვია ესროლოს, ეს გამაოგნებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც იმ მოსალოდნელი სცენარების შესახებ ვარაუდებს […]
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ბაგრატ ქერდუყაშვილს, უფროს ლეიტენანტ თემურ ფუტკარაძეს, უფროს სერჟანტ დიმიტრი ცინარიძეს, უმცროს სერჟანტ გიორგი თხელიძესა და კაპრალ-სპეციალისტს გიორგი აბრამიშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა […]
15 და 16 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კულინარიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა. მათივე ცნობით, ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. „ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული […]
ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს უილიამ ტონგის, ვიცე-პრეზიდენტს კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ჰალა მადანატს, მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯეფრი რობერტს, გლობალ კემპუსის დეკანს იან გიბსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას თსუ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი ესწრებოდა. „თსუ რექტორმა ამერიკელ პარტნიორებთან საბუნებისმეტყველო […]
ერევანში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 101 ადამიანი დაშავდა

ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა, – ინფორმაციას მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბაგრამიანის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 85 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებიდან […]
თემურ ჯანაშია – კობახიძის განცხადება, თითქოს ვარჰეი დაემუქრა ლიკვიდაციით, იყო ბოდვა – ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყებოდა

კობახიძის განცხადება იყო თავიდანვე ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა, ლილუაშვილმა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის, ირაკლი კობახიძის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“. ჯანაშიას თქმით, ირაკლი […]
კახა კალაძე – ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია

ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოს გამგეობას სასტუმროდან დროებით საცხოვრებელში გადაჰყავს. „ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო […]
არანაირი ყურსასმენები, “ფლეისთეიშენი” და ხუმრობა ვარჯიშზე – სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულ პირობებში ემზადება. “აძურის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდს აკრძალვები დაუწესა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ყურსასმენების ტარება, “ფლეისთეიშენზე” თამაში და ვარჯიშზე ხუმრობაც კი ეკრძალებათ. შეგახსენებთ, ბოლო ევროპის ჩემპიონატი სწორედ იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, როდესაც “სკუადრა აძურამ” ტურნირის ფინალში ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. იტალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე […]
საათები საქართველოსთვის ისტორიული ევროს დაწყებამდე – ყველა ნაკრების წარდგენა

ევრო 2024 პარასკევს, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება. ტურნირის წინ დიდი მოლოდინებია, რომლებსაც დებიუტანტი საქართველოს ნაკრებიც უერთდება. Sportall.ge ევროპის ჩემპიონატის შესახებ მორიგ მასალას გთავაზობთ, რომელიც ამჯერად ყველა მონაწილეზე გიამბობთ. ფულკრუგი გოლს აღნიშნავს A ჯგუფი: გერმანია/შვეიცარია/შოტლანდია/უნგრეთი მომავალი ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბევრი პრობლემა გამოჩნდა. საბოლოოდ, გუნდში ზარ-ზეიმით მიყვანილი ჰანსი ფლიკი […]