შალვა პაპუაშვილი – ერთი სია იქნება და სალომე ზურაბიშვილიც ამ რადიკალური ფრთის მონაწილე გახდება, უბრალოდ, თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს რაღაცა განხილვის პროცესი მიდის – საპრეზიდენტო კანდიდატურის ფაქტი არის კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენ ვართ აბსურდში

ერთი სიაც იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე – თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს, რაღაცა განხილვის პროცესი მიდის, სინამდვილეში არანაირი პროცესი არ არის, იმ გეგმას მიჰყვებიან, რაც მათმა უცხოელმა პატრონებმა დაუდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვით კონსტიტუციას არღვევს. „ეს ფაქტი, საპრეზიდენტო […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ – 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი: გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი თუ ვასალური სახელმწიფო

ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი – გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო. „არა თუ შეიზღუდონ, პირიქით, ჩვენ მათ შორის, განსაკუთრებით, საერთაშორისო […]
ელისო ბოლქვაძე – ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი წელს მეცხრედ მოიპოვა

მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, UNESCO-ს ორგანიზაციის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის. „მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს […]
ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „6-თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პროგრამის კურსდამთავრებულებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალიმ სერტიფიკატები გადასცეს. „ექვსთვიანი სასწავლო კურსი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და განკუთვნილი იყო აფხაზეთის […]
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი – წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან აქვს უცხო ძალებისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი – ის წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა ინფორმაცია აქვს მას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ზოგიერთ ქვეყანაში ელჩებს არ ნიშნავს. პაპუაშვილის […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის […]
შალვა პაპუაშვილი – პარლამენტში აკრედიტაციის სისტემის შემოღების შემდეგ, ჟურნალისტების მხრიდან 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა, საიდანაც მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება – ეუთოს წარმომადგენელმა ცილისმწამებლურ კამპანიაზე გააკეთა კრიტიკული განცხადება

მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოღებული იქნა აკრედიტაციის სისტემა, ჟურნალისტების მხრიდან 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა. 23 ათასი შემოსვლიდან, მხოლოდ, 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება, აქედან 9 შემთხვევა იყო 2023 წელს და 5 შემთხვევა 2024 წელს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებით, ეუთო-ს მედიის თავისუფლების […]
იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 2.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 8.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა და 2.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.5%-ით გაიზარდა და 6.15 მილიარდი მილიარდი აშშ დოლარი გახდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3.87 მილიარდი აშშ […]
წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის გადაადგილება სრულად იზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, 15 ივნისიდან წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით სრულად შეიზღუდება. მერიის ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. როგორც მერია აცხადებს, ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ. ხოლო სხვა სატრანსპორტო საშუალებები ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებიან […]
წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-იდან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები […]