არჩილ თალაკვაძე – სუს-ი ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება თუ არეულობის საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს – ამიტომ არ მოხდა ის არეულობები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა დაგეგმილი

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა – კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც დასწრებოდა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა სწორედ იმიტომ არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად მუშაობენ. “გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. პასუხები ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე […]

„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 419.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 145.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.5 […]

ალექსანდრე კრევო-ასათიანი – მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს – შეუძლებელია ჩინეთი ვახსენოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი

მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა სხვადასხვა ქვეყნებში, შეუძლებელია ჩინეთი ვახსენოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს სიტუაცია საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის მიუღებელია. „მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს […]

IBSU-მ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას IBSU ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ ისაუბრეს. „ელჩმა მიმოიხილა ძირითადი […]

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, იმუქრებიან და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს – წაყრუება მიუღებელია

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, იმუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს – წაყრუება მიუღებელია, თუ იწონებენ ამას და ამბობენ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, გვითხრან, თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, […]

ბექა ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი – გაირკვა, რომ კობახიძის სიცოცხლის საფრთხის შესახებ მესიჯები ყოფილა აფერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხისა და მუქარის შესახებ გზავნილები “სისულელე იყო”, რაც შესაბამისმა უწყებამ დაადასტურა. “ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ […]

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ. ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელის, გვანცა აფხაიძის თქმით, მინისტრის დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია. “როგორც ცნობილია, ჩვენ რამდენჯერმე პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, ასევე პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთანაც გვქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ სარჯველაძე პაციენტებთან ლმობიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც […]

9 აპრილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. „ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას […]

იენს სტოლტენბერგი – უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა – ჩვენ ფართო შეთანხმება გვაქვს, რომ უკრაინას იარაღი უნდა მივაწოდოთ

უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. კითხვაზე, ღელავს თუ არა იმის გამო, რომ ვიქტორ ორბანთან შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე, უნგრეთის მსგავსად, ალიანსის სხვა სახელმწიფოებიც უარს იტყვიან, იენს სტოლტენბერგმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, რადგან […]

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის განცხადებაზე – მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის

საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ესტონეთის პარლამენტში მიღებულ განცხადებასა და შესაძლო სანქციებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, “მას შემდეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული ღირებულებების დარღვევით, უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის”. “მიუხედავად იმისა, თუ […]