„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 419.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 145.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.5 პროცენტით).
„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 872.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.0 პროცენტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად