15 ივნისიდან წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 ივნისიდან წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით სრულად შეიზღუდება. გზის რეაბილიტაციის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. “სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო […]
პაპუაშვილი: არჩევნებზე რეფერენდუმი იქნება – გვინდა დამოუკიდებლები ვიყოთ, თუ ვასალები

ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ. რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელიც. ბევრი დამკვირვებელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ყველამ დაინახოს. 26 ოქტომბერს რეფერენდუმი იქნება – გვინდა, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ, თუ ვასალური, როგორც რადიკალურ ოპოზიციას სურს. ჩვენ გვინდა, საქართველოს ბედს, მის მოწყობას, ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებდეს, თუ გადაწყვეტილებებს […]
FAZ: გერმანიაში ნასწავლი იურისტები საქართველოში დემოკრატიას ანადგურებენ

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში 13 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “გერმანელი დოქტორები თბილისიდან – როგორ ანგრევენ საქართველოში დემოკრატიას გერმანიაში ნასწავლი იურისტები”. სტატიის ავტორი ჟურნალისტი რაინარდ ვესერია. სტატია FAZ-ის 2024 წლის 135-ე ნომერში, მე-8 გვერდზე გამოქვეყნდა. “როდესაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აპრილში ბერლინს ეწვია, ის გამართული გერმანულით საუბრობდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან […]
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს
უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია ვიდეო მიმართვას ავრცელებს სადაც ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს: “ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, […]
ოფიციალურად: გატუზო სამწვრთნელო კარიერას ხორვატიაში განაგრძობს

ხორვატულმა “ჰაიდუკმა” გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდა და მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. იტალიელის ბოლო სამსახური ფრანგული “მარსელი” გახლდათ, საიდანაც 4 თვის წინ დაითხოვეს. ქალაქ სპლიტის გუნდმა გასულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატში მე-3 პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. წარსულში გატუზოს “სიონი”, “ოფი”, “პალერმო”, “პიზა”, “მილანი”, “ნაპოლი”, “ვალენსია” და ზემოთ ნახსენები “მარსელიც” […]
ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო 29 000 ლარით დააჯარიმა

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის“ 6 000 ლარით დაჯარიმების მიზეზი გახდა მარეგულირებისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის სამი შემთხვევა. ამავე მიზეზით დაჯარიმდა სს „მისო ქართული კრედიტიც“, რომელსაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 6 შემთხვევისთვის 12 000 ლარი დაეკისრა. გარდა ამისა, გამოვლინდა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის“ მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების […]
15 და 16 ივნისს ქუთაისი გემო ფესტს მასპინძლობს

გემო ფესტი ქუთაისში ბრუნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კულინარიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა. ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გემო […]
იტალიის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

იტალიის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გამოეცემის ცნობით, პარლამენტარებს შორის ჩხუბი დიფერენცირებული ავტონომიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მოხდა. ზოგიერთი პარლამენტარის თქმით, “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” დეპუტატს, ლეონარდო დონოს ფიზიკური დაპირისპირების დროს თავში ორჯერ ჩაარტყეს. საჭირო გახდა ექიმების ჩარევა. ლეონარდო დონო დარბაზიდან ეტლით გაიყვანეს.
“აი, ამიტომ გადავწყვიტე “ტორპედოში” გადმოსვლა” – მამადუ სახოს ინტერვიუ

ცნობილი ფრანგი ცენტრალური მცველი მამადუ სახო გუშინ ღამით საქართველოში ჩამოფრინდა, დღეს კი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. “ლივერპულისა” და “პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისურ კლუბში თამაში გადაწყვიტა. “კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც […]
აქციაზე დაკავებული გურამ ადამია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. IT სპეციალისტი გურამ ადამია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ […]