აქციაზე დაკავებულ გურამ ადამიას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გურამ ადამია სასამართლომ ერთ მუხლზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, მეორეზე კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ადამია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 მაისს დააკავეს. მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მას მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავის არეში. მიყენებული დაზიანებების გამო გურამ ადამია წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეს დაზიანებები სწორედ სახისა და […]

ბურჭულაძის თქმით, მისი ელჩობის გეგმები არ შეცვლილა, თუმცა პრეზიდენტი კანდიდატურებს ხელს არ აწერს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი გეგმები დიპლომატიურ სამსახურთან დაკავშირებით არ შეცვლილა, თუმცა პრეზიდენტი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს. ამის შესახებ ბურჭულაძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად მისი კანდიდატურა გადაგზავნილია თუ არა პრეზიდენტთან. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებისას მიიღო შეთავაზება ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციის დაკავებაზე. ახლა ბურჭულაძე ამბობს, რომ აქვს […]

SJC: გორის სასამართლომ სოციალურ საცხოვრისში არასათანადო პირობებზე სარჩელის განხილვა დაიწყო

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ მათ მიერ გორის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლების სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმე საცხოვრისში შექმნილ უკიდურესად მძიმე და ღირსების შემლახავ საცხოვრებელ პირობებს ეხება. SJC უსახლკარო ადამიანების ღირსეულ ალტერნატიულ საცხოვრებელში დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. “4 ივნისს, სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა გამართა და მხარეთა პირველადი პოზიციები მოისმინა. სამწუხაროდ, ამ სხდომამ კიდევ ერთხელ […]

იენს სტოლტენბერგი – ნატო რუსი ჯაშუშების მიმართ და მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს და კიბერშეტევებს, უფრო მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს

ნატო-ს წევრი ქვეყნები გეგმავენ, რომ ალიანსის წინააღმდეგ მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს და კიბერშეტევებს, რუსი ჯაშუშების მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ვნახეთ დივერსიის, ხანძრების განზრახ გაჩენის მცდელობების, კიბერშეტევების, დეზინფორმაციის რამდენიმე მაგალითი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო-ს […]

პაატა მანჯგალაძე – გრიგოლ ლილუაშვილმა პირდაპირ ამხილა და ნორჩი ყმაწვილივით ანუგეშა პრემიერ-მინისტრი, ნუ გეშინია ირაკლი, ევროპა არ არის მტერი, მეგობრის რჩევა იყო და დანაშაულის ნიშნები არ არისო

გრიგოლ ლილუაშვილმა ნორჩი ყმაწვილივით ანუგეშა პრემიერ-მინისტრი, რომ ეს არ იყო მუქარაო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის, ირაკლი კობახიძის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“. როგორც მანჯგალაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან […]

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი – „ჰელვერის ღამე“. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს. ფესტივალში ასევე, მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები მონაწილეობს. „იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი თეატრალურ […]

იაგო ხვიჩია – როდესაც მეუბნებიან, ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ეს ვერ წარმომიდგენია – პოლიტიკა, რასაც „ოცნება“ ატარებს, რაღაცნაირად მაგონებს, რომ თავისუფლების მოედანზე თითქოს ნიანგებს ვაფრთხობდეთ და მერე გვეგონოს, ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ დავაფრთხეთო

ზოგადად, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმ საფრთხეების რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს, – ასე შეაფასა „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენილი ანგარიში. ხვიჩიას თქმით, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას აწყობდნენ, რაზეც ლილუაშვილმა ისაუბრა, არ შეიძლება, რომ ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი. „ბატონმა სუს-ის ხელმძღვანელმა ჩვენ შემოგვთავაზა ვერსია, რომ სუს-მა აგვარიდა ტერორისტულ აქტებს, არეულობას […]

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ემუქრებიან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს – თუ არ იწონებენ, ან პასუხისმგებლობას არ იღებენ, გვითხრან, მაგრამ წაყრუება მიუღებელია

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამაზე არ გვაქვს რეაქცია ევროკავშირის მხრიდან. თუ არ იწონებენ, ან პასუხისმგებლობას არ იღებენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან გახარჯულ ფულზე, გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იგი კვლავ მიმართავს ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად […]

კახა კალაძე ბუკა პეტრიაშვილის განცხადებაზე – ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება, – შესაბამისი განცხადებით, კახა კალაძე გამოეხმაურა ბუკა პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ უმჯობესია, ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დროებით შეუჩეროს. კალაძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას. „პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. […]

კახა კალაძე – იმედი მაქვს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა – მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა. „მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი […]