უძრავი ქონების ბაზარს შიდა პოლიტიკური კრიზისი უკვე დაეტყო

უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი სფეროა, რაზეც პოლიტიკურმა არეულობამ იმოქმედა. აქციებმა და დასავლეთის დამოკიდებულებამ, რომ საქართველომ ევროპული კურსი იცვალა, სამშენებლო სეგმენტში სტაბილურობა შეაფერხა და ახლა ბიზნესი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მოლოდინშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს უკუსვლა ელის. უძრავი ქონების ბიზნესი ბოლო წლებში გამოწვევის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდა. ჯერ იყო კორონავირუსის პანდემია, შემდეგ მიგრანტების შემოდინება. ახლა კი პოლიტიკური არეულობის და […]
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

ორბელიანების სასახლესთან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მარშით მივიდნენ.
“ესტონეთთან კოორდინაციით” – “ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქციები ლიეტუვამაც დაუწესა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილმა “ქართულ ოცნებასთან” დიალოგის რეჟიმი ამოწურა. ლიეტუვა ესტონეთის შემდეგ მეორე სახელმწიფოა, რომელმაც თვითგამოცხედბული მთავრობის პრემიერ მინისტრი დაასანქცირა. მიიზეზი ამ შემთხვევაშიც მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟუნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ლიეტუვას შავი სია ესტონეთზე გრძელია. ევროკავშირის წერვმა სახელმწიფომ 17 ქართველი პოლიტიკოსი დაასანქცირა. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ […]
დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანია, სადაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს პუტინის დავალებით ართმევს. მათი თქმით, ყველაზე უკეთ იციან, რა არის რუსეთი და ამიტომ, ქვეყანას ევროპული მომავლის გარეშე გამოუსწრებელი ზიანი მიადგება. “30 წლია, პრაქტიკულად, სამი თაობის ქართველები ვებრძვით რუსეთს და რუსეთი საქართველოში უნდა დამარცხდეს. ჩვენსა […]
“ბარსელონას” და “რეალის” ფანკლუბები ივანიშვილის წინააღმდეგ – ისტორიული პროტესტი

“ოცნების” პოლიტიკას ფეხბურთის მოყვარულებიც გმობენ. ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთამენთის დაუძინებელი მტრები, “ბარსელონას” და “რეალის” ქართველი ფანებიც გააერთიანდნენ. “ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო გვეზიზღებით” – აწერია მათ საპროტესტო პლაკატებს, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრები ჯერ ფილარმონიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან აქამდე არავის ახსოვს, რომ “რეალის” და “ბარსელონას” ფანები ასე ჯერ […]
დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, “გაგრა აქ არის”, “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა. როგორც აქციის […]
დამკვირვებლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას ლოზუნგით: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ მართავენ

დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის […]
ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა. ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გამოჩენას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები სასახლესთან აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი. მათ მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რასაც “პრეზიდენტი საქართველოსთვის […]
პოლონეთს მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის უფლების შეჩერება შეეძლება

ბრიუსელმა უფლება მისცა პოლონეთს, ბელარუსიდან წამოსულ მიგრანტებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება შეუჩეროს. ბრიუსელში განმარტავენ, რომ რუსეთი და ბელარუსი მიგრანტებს, როგორც იარაღს, ისე იყენებენ, რაც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი ბრიუსელის გადაწყვეტილებას ემხრობა და ამბობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის საზღვარზე უკვე გაიზარდა საფრთხე. „მათ შეეძლებათ, თავშესაფრის უფლება შეუზღუდონ მიგრანტებს. ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაცრ პირობებში და კანონიერად. […]
ერთიანი ბიზნესი ძალაა, რომელსაც შეუძლია მთავრობას უკარნახოს რამე არასწორს თუ აკეთებს – ნიკა გილაური

ერთიანი ბიზნესის ძალა ძალიან ძლიერია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს უკარნახოს მთავრობას რამე არასწორს თუ აკეთებს – ასე მიიჩნევს ექსპრემიერი და კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური. BMG TV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებასა და ამ პროცესში თავისუფალ ბიზნესზე საუბრობდნენ, ბიზნესმენებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი აზრი და მთავრობას ახალი არჩევნების დანიშვნის და საპროტესტო […]