ხელოვანების საპროტესტო მსვლელობა – დეტალები

დედაქალაქში ისევ პროტესტია. ამ წუთებში ხელოვანებმა მტკვრის მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სადაც საპროტესტო მარშს მართავენ. “აღმოვჩნდით მოულოდნელად დიქტატურაში, სადაც ყველაფერს ზღუდავენ, კლავენ და უნდათ, მაქსიმალურად გაანადგურონ თავისუფალი სული, რაც დაგვრჩა ქართველებს. ასე ვეცდებით, რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს. არ დავიღლებით, – ამბობს აქციის მონაწილე.
“დროშის და ჰიმნის გამო გვიჭერენ და რამ უნდა გაგვაჩეროს?!” – აიტი სპეციალისტები მესამე დღეა ქუჩაში არიან

ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებიც. აიტი სპეციალისტები უკვე მესამე დღეა ქუჩაში არიან გამოსულები. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ახალი არჩევნები და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. პირველ რიგში, აქ შეკრებილი ყველა ადამიანის მთავარი სამსახური არის სამშობლოს სამსახური. სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ევროპული. „ქართული […]
გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საბოლოოდ, რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში? – იურისტის ანალიზი

ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. და მაინც რა შეიცვალა კანონში და რა გავლება ექნება მას საჯარო მოხელის უფლებებზე? – ამ სტატიაში ავხსნით. „ეს რეგულაცია დამსაქმებელს დიდ თავისუფლებას აძლევს“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან იურისტი თამარ სურმავა და მუხლობრივად განმარტავს კანონში შესული ცვლილებების შინაარსა და მის ეფექტს. 11 ცვლილება, რომელმაც […]
ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისია

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისია. ნოემბრიდან მოყოლებული მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტებს ზამთრის სეზონზე ენგურჰესის გამომუშავებული ელექტოენერგია სრულად მიაქვთ, მათ ეს არ ყოფნით და მოსახლეობა ნახევრად ჩაბნელებულია. წელს ვითარება კიდევ უფრო დრამატულია. საქმე ისაა, რომ ენგურჰესის კაშხალზე წყლის დონე უკვე კრიტიკულ დონეზე დაბლაა. შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. ზამთარში საქართველოს მთავარი ელექტროსადგური […]
ფინანსისტების ნაწილი პოლიტიკურ დაპირისპირებაში ბიზნესის ჩართვის ეკონომიკურ რისკებზე საუბრობს

პროტესტში ბიზნესის ჩათრევას მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი, მიყენებული ზარალის გამოსწორებას კი წლები დასჭირდება! – ასე ფიქრობს ეკონომისტების ნაწილი. მათი პროგნოზით, ბიზნესის გაფიცვა ეკონომიკას ჩამოშლის და სრულ კოლაფსს გამოიწვევს. პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მოწოდებას, რომ ბიზნესი გაიფიცოს, ეკონომისტების ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მოსახლეობის მდგომარეობაზე უმძიმეს გავლენას მოახდენს და ამ ზიანს […]
ქერჩის სრუტეში კატასტროფას განიცდის ორი რუსული ტანკერი. დაიღუპა ერთი მეზღვაური

ორი რუსული ტანკერი კატასტროფას განიცდის ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროებიდან რვა კილომეტრში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ტანკერი „ვოლოგონეფტ 212“, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი და ოთხი ათას ტონაზე მაზუთია. მეორე არის „ვოლოგონეფტ 239“ 14 მეზღვაურით და მსგავსი ტვირთით. ორივე გემი დაზიანდა. უბედური შემთხვევების ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, მთავარი ვერსია არის ეკიპაჟის შეცდომა ქარიშხლის დროს. […]
ბათუმში მასწავლებლები აქციას – „მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია“ – მართავენ

„მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია”,- ამ ლოზუნგით, ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სხვადასხვა სკოლის პედაგოგები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ისინი გმობენ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას. “ყველა შესაძლო მშვიდობიანი ხერხით ვეცდებით, რომ ჩვენი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივაწვდინოთ და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს ჭეშმარიტი მშვიდობა, გვქონდეს თავისუფლება და არ იყოს მხოლოდ განცდა, […]
ესტონეთი 2025 წლიდან დღგ-ის, საშემოსავლო და აქციზის გადასახადს ზრდის, წესდება ახალი გადასახადი ავტომანქანებზე

მომავალ 2025 წელს, ესტონეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, გაიზრდება დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო და აქციზის გადასახადი, ასევე წესდება ახალი გადასახადი ავტომანქანებზე. საგადასახადო რეფორმის პარამეტრები შემდეგნაირად გამოიყურება: საშემოსავლო გადასახადი 2025 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 20-დან 22 პროცენტამდე გაიზრდება. 2026 წელს შემოვა დამატებითი 2-პროცენტიანი ე.წ. „ეროვნული უსაფრთხოების გადასახადი“, რომელიც ყველა […]
უძრავი ქონების ბაზარს შიდა პოლიტიკური კრიზისი უკვე დაეტყო

უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი სფეროა, რაზეც პოლიტიკურმა არეულობამ იმოქმედა. აქციებმა და დასავლეთის დამოკიდებულებამ, რომ საქართველომ ევროპული კურსი იცვალა, სამშენებლო სეგმენტში სტაბილურობა შეაფერხა და ახლა ბიზნესი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მოლოდინშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს უკუსვლა ელის. უძრავი ქონების ბიზნესი ბოლო წლებში გამოწვევის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდა. ჯერ იყო კორონავირუსის პანდემია, შემდეგ მიგრანტების შემოდინება. ახლა კი პოლიტიკური არეულობის და […]