„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, „ქეშბექი“ ან ისარგებლონ უფასო სერვისებით. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზება Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და 50-მდე სხვა გლობალური ბრენდის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე ვრცელდება. მათი საშუალებით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ შიდა და […]

დედაქალაქის მერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა. „2015 წლის, […]

მაგდა ბოლოთაშვილი – სავაჭრო პალატა ხელს უწყობს მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში

საქართველოს სავაჭრო პალატა ხელს უწყობს მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში, – ამის შესახებ სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა მადრიდის პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მადრიდში, საქართველოს სავაჭრო პალატამ მცირე მეწარმეებთან და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა პროექტის „EU4Business: Connecting Companies (EU4BCC)“ – ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო. მაგდა ბოლოთაშვილმა, მადრიდის სავაჭრო […]

საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა

საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა “ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე არ ექნებათ – პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, კანონის შესაბამისი ნორმა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაჩერდა. პროექტი […]

უკრაინა და იაპონია, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ

უკრაინა და იაპონია, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრების დროს ჩვენ ხელს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს მოვაწერთ. აშშ-სთან დოკუმენტი უპრეცედენტო იქნება, როგორც ეს უკრაინის მხარდამჭერ ლიდერებს შეეფერება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ არხზე. იაპონიასთან და აშშ-სთან […]

სურსათის ეროვნული სააგენტო HORECA სექტორთან შეხვედრებს მართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო HORECA სექტორთან, რომელიც მოიცავს სასტუმროებსა და კვების ობიექტებს, საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ტრენინგების მიზანია, ინფორმაცია მიაწოდოს ბიზნესსექტორს სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ბიზნესოპერატორებს ტრენინგები უტარდებათ თემებზე: სურსათის უვნებლობის პრინციპები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში; სურსათის უვნებლობის საფრთხეები, სურსათის უვნებლობის მართვა […]

რუსული ბანკები იძულებული გახდებიან, ეძებონ ალტერნატიული, შემოვლითი გზები – რას ნიშნავს მოსკოვის სავალუტო ბირჟის დასანქცირება?

აშშ-ს სანქცირების გამო, 13 ივნისიდან მოსკოვის ბირჟამ დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეაჩერა, რასაც მოსკოვის ბირჟის აქციების 16%-მდე შემცირება და მსხვილი რუსული კომპანიების აქციების ფასის კლება მოჰყვა. 13 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან რამდენიმე წუთში „სბერბანკის“ აქციების ღირებულება 1.17%-ით დაეცა, „ლუკოილის“ – 2.21%-ით, „გაზპრომის“ – 2.1%-ით. ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ახლა რუსული ბანკები იძულებული გახდებიან ეძებონ […]

,,მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი“ – რას ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა. ბურჭულაძემ “პირველებთან” ინტერვიუში თქვა, რომ ზურაბიშვილი მას NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არ ბლოკავს. ,,მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი. არ გაგზავნილა ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩემი კანდიდატურა. იმიტომ, რომ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები. არ გადაუფიქრებიათ ჩემი კანდიდატურა. პრეზიდენტთან […]

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელსა და მის პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები. ნუგზარ ბერიძის თქმით საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება მიუერთდეს […]

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა – რა იცვლება

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას” – 74 მომხრე, 0 წინააღმდეგი. ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გივი მიქანაძის თქმით, ცვლილებები ეხება მეცნიერებათა აკადემიაში შუალედური რგოლის, წევრ-კორესპონდენტების არჩევის წესს, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებულია. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის […]