დედაქალაქის მერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა.
„2015 წლის, 13 ივნისი, ძალიან მძიმე დღეა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეს დღე ჩვენი ქალაქისთვის. სამწუხაროდ, დავკარგეთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, განადგურდა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აქვე მინდა გავიხსენო სტიქიის მეორე დღე, როდესაც მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა გაერთიანდა და ყველა ერთად შევუდექით ქალაქის დასუფთავებას, აღდგენით სამუშაოებს. დღესაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურის აღდგენა და დანგრეულის აშენებაა შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად