სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სამი გამარჯვებული თეატრი გამოვლინდა

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. თეატრის კრიტიკოსების, რეჟისორებისა და თეატრმცოდნეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელშიც ორი უცხოელია, ქართულ და უცხოურ დასებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა. ესენია: I ადგილი – სპექტაკლი „ფიროსმანი“ – მოხეტიალე მთვარის თეატრი; II ადგილი – სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“ – მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (მესტია); III ადგილი – სპექტაკლი „მეთორმეტე სახლი“ – მელექ […]
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა – ლოცვა აღევლინა

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საზეიმო წირვა – ლოცვა აღავლინა. ლიტურგიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო.
ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს. ამას “საჰაერო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ალკოტესტის აპარატის მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ განხორციელდება. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. […]
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში კემბრიჯის უნივერსიტეტი საქართველოში განახორციელებს ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და განათლების საერთო დონის ზრდას. „კემბრიჯთან თანამშრომლობა გარდა რეპუტაციისა, პირველ რიგში დაკავშირებულია ხარისხთან და მუდმივ განვითარებასთან. პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება ჩვენს სტუდენტებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ერთობლივი უმაღლესი ხარისხის […]
ალეკო ელისაშვილი – კობახიძეს, როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც ეშინია და სისულელე დააყრანტალა – როგორ წარმოგიდგენიათ, გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“

[ირაკლი] კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე – [გრიგოლ] ლილუაშვილმა გუშინ უბრალოდ აბუჩად აიგდო კობახიძე თავის შიშებიანად და სისულელეებიანად. თქვა, რომ ასეთ სისულელეებზე გამოძიებას არ დავიწყებთო, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის […]
კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე დღეს არის პირველი რადიკალი ქვეყანაში

სალომე ზურაბიშვილი დღეს თავისი ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე არის პირველი რადიკალი ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის, ასევე, „იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით ქვეყანაში გვყავს წარმოდგენილი“. ის, ასევე, პოლიციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ […]
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. „აღფრთოვანებული ვიყავი ქართული […]
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს და მათი საქმიანობის გამარტივების მიზნით ტექნოლოგიურ პლატფორმებზე საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეუძლიათ როგორც Mastercard, ისე Visa ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმები გამოიწერონ და მიიღონ ფასდაკლება, ქეშბექი ან ისარგებლონ უფასო სერვისებით. აღნიშნული შეთავაზება Google-ის, Hotjar-ის, Microsoft-ის, Monday.com-ის, Notion-ის და […]
ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, იმუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს – წაყრუება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ევროკავშირის სტრუქტურებს, პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა. „რა ხანია ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, მუქარას, […]
მოსკოვის ბირჟის აქციები 16%-მდე დაეცა – უფასურდება უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციებიც

მოსკოვის ბირჟის აქციები 16%-მდე დაეცა, – ამის შესახებ რუსული Frobes წერს. 13 ივნისს ვაჭრობის დასაწყისში მოსკოვის აქციები მინიმუმ 15,83%-მდე – 212,04 რუბლამდე დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-მ, 12 ივნისს, მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მოსკოვის დროით 10:24 საათზე ვარდნა 7%-მდე შემცირდა, ფასიანი ქაღალდების ღირებულება 234,31 […]