ხატია დეკანოიძე სუს-ის უფროსის განცხადებაზე – საკუთარი განცხადებების არასერიოზულობაში ეხვევიან და კომიკური ხდება უკვე ეს ყველაფერი

ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე მოძველებული, ვადაგასული და არასერიოზული განცხადება, – ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება, რომ 2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას. დეკანოიძის თქმით, არცერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ვინაიდან ასეთი საკითხი არ არსებობს. […]

მეუფე შიო – ეკლესიის არსი მდგომარეობს სწორედ სულიწმიდის მოქმედებაში, მის სუფევასა და სუნთქვაში, იმ ძალასა და მადლში, რომელიც ჩვენში ყველა იმ შესაძლებლობას ხსნის, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი მაცხონებელი ღვაწლის შედეგად ჩვენს ბუნებაში ჩადო

ეკლესიის არსი მდგომარეობს სწორედ სულიწმიდის მოქმედებაში, მის სუფევასა და სუნთქვაში, იმ ძალასა და მადლში, რომელიც ჩვენში ყველა იმ შესაძლებლობას ხსნის, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი მაცხონებელი ღვაწლის შედეგად ჩვენს ბუნებაში ჩადო, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. „სახელითა მამისათა და ძისათა […]

მედია – პოლონეთი მის ტერიტორიაზე განლაგებული Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგია

პოლონეთი მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას არ ეთანხმება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მოადგილე, ცეზარი ტომჩიკი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „პოლონეთი არ დათანხმდა პოლონური ბატარეის გადაცემას, პოლონური Patriot-ები იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება“, – წერს ტომჩიკი. თავის მხრივ, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, იაცეკ სივერამ […]

გენადი არველაძე – სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ადასტურებს სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას მეტროლოგიის სფეროში. მისივე თქმით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის ინსტიტუციების ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. „ამდენად, EURAMET-ის მიერ საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება წინ გადადგმულ […]

დრონების საფრთხისგან დასაცავად სოჭის აეროპორტში ბომბსაფრის პროექტირება იგეგმება

კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც სოჭის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში თავშესაფრის პროექტს შექმნის. სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტის თანახმად, ამ მიზნებისათვის გამოყოფილია თითქმის 40 მილიონი რუბლი. სატენდერო დოკუმენტაციით, რომლის შინაარსსაც რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ.რეალიი“ გაეცნო, პროექტირებით გათვალისწინებულმა ნაგებობამ უნდა უზრუნველყოს დარტყმის ტალღის, მომწამვლელი ნივთიერებების, რადიაციისა და ბაქტერიოლოგიური საშუალებების ზემოქმედებისგან დაცვა. საავიაციო თავშესაფრის პროექტის შესაქმნელად კონტრაქტორს […]

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება

პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. „არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს […]

სამოქალაქო მოძრაობა „დაიტოვე“ ახალ ინიციატივებს აანონსებს

„დაიტოვეს“ გუნდი მოხალისეებისა და შემოწირულობების მიღებას იწყებს. ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამოქალაქო მოძრაობამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ინიციატივებისა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს. როგორც „დაიტოვეს“ გუნდში აცხადებენ, 2 ახალი პროექტი „დაიცავი“ და „ისაუბრე“ იქნება. მათივე განმარტებით, ინიციატივა – „დაიცავის“ მიზანი 2024 წლის არჩევნებისათვის დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზებაა. „პლატფორმა „დაიცავი“ 2024 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზებას ისახავს […]

„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის

“საქართველოს ბანკი“, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, 11-14 ივნისს ინტენსიური ვორკშოპები იმართება, რომელსაც 15 მეწარმე ქალი ესწრება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის […]

ადმინისტრაცია: ნაკრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოიცა, დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტი ამ დრომდე ფეხბურთის ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელების “ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია”. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებენ. “არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების […]

მთავრობა: NATO-ში ელჩის პოზიციაზე ბურჭულაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან არაა გაგზავნილი

მთავრობის ადმინისტრაციაში ფორმულას უთხრეს, რომ NATO-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი არ არის. დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ არხთან საუბრისას თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს. ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს კანდიდატურებს აღარც უგზავნის. კითხვაზე, […]