ალეკო ელისაშვილის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მასზე თავდასხმაზე “წელათრევით მუშაობს”

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორი თვეა, წელათრევით აწარმოებს გამოძიებას მისი ცემის ფაქტზე. უწყებასთან გამართულ ბრიფინგზე ელისაშვილმა თქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში არცერთი პოლიციელი არ გამოკითხულა, არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, თავად კი დაზარალებულადაც არაა ცნობილი. “მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, “ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა მოძალადე პოლიციელი კანონის ფარგლებში დაისჯება”. “ჩემზე, პარლამენტის […]

27 000 სტუდენტს 30 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერა – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. როგორც ამილახვარმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად, იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას. „აქამდე სტიპენდია თი […]

საქართველოს ბანკისა და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, 11-14 ივნისს ინტენსიური ვორკშოპები იმართება, რომელსაც 15 მეწარმე ქალი ესწრება. ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები გაიღრმავებენ ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ. თითოეული მიმართულების საინფორმაციო სესიას […]

სასკოლო კვების პროგრამის მოდელი 1-2 თვის ფარგლებში გახდება ცნობილი – განათლების მინისტრი

მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელები და კონკრეტული ვადები გითხრათ, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელები და კონკრეტული ვადები გითხრათ, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ […]

რას ფიქრობს ამომრჩეველი ტრამპის დამნაშავედ ცნობაზე?

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. რას ფიქრობს ამომრჩეველი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ. როგორი რეაქცია მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას და რას უნდა ველოდოთ წინასაარჩევნოდ.

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. საკრებულოს ცნობით, მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. საკრებულოს წევრებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 13 […]

რომის პაპი, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შეხვდება

რომის პაპი, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ვატიკანის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების გარდა, ემანუელ მაკრონს, ნარენდრა მოდის, ლუის ინასიო ლულა და სილვას, ჯასტინ ტრუდოსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. პარასკევს, რომის პაპი ახალი ტექნოლოგიების შესახებ გასამართ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. იგი პირველი […]

მინისტრმა პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემის შექმნა წლის ბოლომდე დააანონსა

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წლის ბოლომდე პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემის შექმნა დააანონსა. პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენების წარდგენისას ამილახვარმა თქვა, რომ არსებული სქემა საჭიროებს განახლებას და დახვეწას. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები შევა კარიერული განვითარების ახალ სქემაში. თუმცა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება პედაგოგთა სტატუსები და ანაზღაურებაც კვლავ სტატუსზე იქნება დამოკიდებული. მინისტრი ირწმუნება, რომ […]

ქვიზი: როგორ იცნობ ტექნოლოგიურ პლატფორმებს?

თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება. იქმნება უამრავი სხვადასხვა დანიშნულების მქონე პლატფორმა — როგორც გასართობი, ისე შემეცნებითი. არსებობს ისეთი პლატფორმებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებსა და კომპანიებს ეხმარება სამუშაო პროცესების მართვასა და წარმატების მიღწევაში. შეავსე და შეამოწმე საკუთარი თავი, ვნახოთ, როგორ იცნობ თანამედროვე ტექნოლოგიებს: ქვიზი: როგორ იცნობ ტექნოლოგიურ პლატფორმებს? ქვიზი: როგორ იცნობ ტექნოლოგიურ პლატფორმებს? […]

ფეხბურთი გვაერთიანებს – 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით…

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები “ერთა ლიგის” იმ გათამაშებაში ჩაერთო, რომელიც, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დაგვირგვინდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელსაც ორწლიანი “დაძველება” აქვს მაგრამ ახლაც აქტუალური და კიდევ უფრო სასიამოვნოდ საკითხავია… თუკი დამოუკიდებლობის უკვე არც ისე პატარა ისტორიას გადავხედავთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მაღალი დონის ფეხბურთელებიც ყოფილან და სახელოვანი მწვრთნელებიც, თუმცა […]