„უკვემ“ მენიუში პირველი დესერტი – ფელამოჩი დაამატა

აზიური კერძების რესტორანმა „უკვე“-მ მენიუში პირველი დესერტი – ფელამოჩი დაამატა. მომხმარებლებს ახალი პროდუქტის დაგემოვნება რესტორნის ფიზიკურ ფილიალში 13 ივნისიდან შეუძლიათ, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. რესტორანმა მენიუში ეს დესერტი „კუსა ფუდ ბოლსთან“ თანამშრომლობით შეიტანა, რომელიც ფელამოჩის რამდენიმე თვეა აწარმოებს. „ფელამოჩი არის ქართული და იაპონური დესერტების კულტურის გაერთიანების შედეგი, რომელიც დამზადებულია ფელამუშისგან და ნაყინისგან – მოჩისგან. მისი […]
რუსეთში დრონებით შეუტიეს ნავთობის კიდევ ერთ ბაზას

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა დღეს, 14 ივნისს დილით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რამდენიმე დრონმა „უმნიშვნელოდ დააზიანა“ ლისკინსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზის რეზერვუარები. გუსევის თანახმად, არავინ დაშავებულა. გუბერნატორის მიერ აღწერილი ვითარება სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის. ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის […]
რატი იონათამიშვილი გაეროში, აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 17-ე ასამბლეის დასკვნით დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს საჩინ დევ პავითრანს, ტექნოლოგიების და ინფორმაციის მისაწვდომობის დირექტორს ელისონ ლევის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეზღუდული შესაძლებლობის მართლმსაჯულების ოფიცერს ესლან ელისონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 16:00 […]
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში არიან ჩართულები სანქციები გამოაცხადა, – ინფორმაციას მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სასანქციო სია ასევე მოიცავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს, ომის მცდელობების მხარდასაჭერად, ძირითად ტექნოლოგიას და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან. გარდა ამისა, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ის ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული […]
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ როსტოვში, ვორონეჟსა და კურსკში დრონებით შეტევა განახორციელა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში დრონების მასიური თავდასხმა მოიგერიეს, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილი გოლუბევზედაყრდნობით ავრცელებს. გუბერნატორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. „საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შეტევა როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე. დრონები რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განადგურდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. შედეგები ადგილზე ზუსტდება“, – […]
ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე – ეს არის მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის, სესხის სახით, 50 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის. ”ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს და იმედოვნებდეს, რომ შეძლებს ამ ომის მოგებას ფინანსური პრობლემების […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – სი ძინპინმა სიტყვა მომცა, რომ რუსეთს იარაღს არ მიყიდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის. “ვესაუბრე ჩინეთის ხელმძღვანელს, მან თქვა, რომ ის არ მიყიდის რუსეთს იარაღს, ვნახოთ. თუ პატიოსანი ადამიანია, არ გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ სიტყვა მომცა“, – განაცხადა ზელენსკიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, […]
ხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით გავიმარჯვოთ

საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა: “ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა, აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი […]
მედვედევი სომხეთზე: თბილისში მიიღეს კანონი, რომელიც აშშ-ს არ მოეწონა და სანქციები მოჰყვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ სტატიაში, სახელად “მეტროპოლიის დრო ამოიწურა”, სომხეთსა და დასავლეთს შორის კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მედვედევი კვლავ უჭერს მხარს საქართველოში რუსულ კანონს და სომხეთს მიმართავს, რომ თბილისის მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებას აშშ-ს სანქციები მოჰყვა. რუსი პოლიტიკოსი ასე ცდილობს, რომ ერევანს დასავლეთთან თანამშრომლობა გადააფიქრებინოს. “ნეომეტროპოლიები უკვე უყურებენ პოსტსაბჭოთა […]