როგორი ამინდი იქნება 16 ივნისამდე – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო 15 ივნისს […]
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ო.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა […]
მკვლელობა თბილისში – ჩუღურეთში 45 წლის კაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – ჩუღურეთის რაიონში 45 წლის მამაკაცი მოკლეს. “დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე უკვე დააკავა. წინასწარი ცნობით, ის მოკლულის მეზობელი, 62 წლის მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი დანაა. დეტალების დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტები მკვლელობის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მიმდინარეობს ძიება.
ლევან დავითაშვილი – ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა, სხვა მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ გავაძლიერებთ, რადგან გვესმის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია საქართველო, ჩვენი პროდუქტების კონკურენტუნარიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული ხარისხთან , – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაში […]
როგორი იქნება მთაწმინდის პარკში კაფე-პავილიონი „ფუდ-კორტი“, რომლის პროექტი და დასრულების ვადები კიდევ ერთხელ შეიცვალა

მთაწმინდის პარკში კაფე-პავილიონი „ფუდ-კორტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პროექტის მიხედვით, 2025 წელს უნდა დასრულდეს. ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „თბილისის პარკი“ არქიტექტურის სამსახურისგან შეცვლილ პროექტზე ნებართვას ელოდება. კაფე-პავილიონის პროექტი „თბილისის პარკმა“ ჯერ კიდევ 2019 წელს მოამზადა და 2020 წელს მშენებლობის ნებართვაც მიიღო, თუმცა როგორც ოფიციალურ წერილში კომპანიის დირექტორი გელა დიღმელაშვილი აღნიშნავს, 2020-2021 წლებში „ფუდ-კორტის“ მშენებლობა პანდემიის გამო […]
უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 7 ფრთოსანი რაკეტა და 17 დრონი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 14 რაკეტისა და 17 Shahed-ის ტიპის დრონის გამოყენებით სარაკეტო – საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს Х-101/Х-555 ტიპის 10 ფრთოსანი რაკეტით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, „კინჟალის“ რაკეტით, „ისკანდერ მ“ ტიპის ბალისტიკური 3 რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონით. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ […]
იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობისთვის, ოთხი ქვეყნის კომპანიებს ასანქცირებს

იაპონია რამდენიმე კომპანიას ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო სანქციებს დაუწესებს, – მედიის ინფორმაციით ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის თქმით, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დეტალების შეთანხმების დასკვნით ეტაპზეა. „ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მტკიცე […]
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ, თბილისში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 50 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ცნობითვე, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]
დღეს, თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება – მონაწილეობას 20-ზე მეტი კომპანია იღებს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დღეს – 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელსაც რეგიონში მიმდინარე ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ლევან ალექსიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი […]