ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, სერვისის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. სამინისტროს ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის […]

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, ბელარუსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) უნდა გაირიცხოს. მისივე მტკიცებით, არც ის და არც სომხეთის სხვა წარმომადგენელი არ ეწვევა ბელარუსს, სანამ ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოა. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განცხადების გამო ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა […]

ოთარ შამუგია – ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ლაბორატორიაში მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩატარდება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია ბიზნესსექტორსა და კერძო პირებს […]

კუბის სანაპიროსთან რუსულ გემებს ამერიკული მიჰყვა

კუბის დედაქალაქ ჰავანის პორტში რუსული სამხედრო გემების შესვლიდან 24 საათში, კარიბის ზღვაში, გუანტანამოს ყურეში შევიდა ამერიკული წყალქვეშა ნავი Helena. შეერთებული შტატების შეიარღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, გემი ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების მისიას ასრულებს და მისი ტრანზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი. 12 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში „მაღალი სიზუსტის სარაკეტო იარაღის გამოყენებით წვრთნების დასრულების“ […]

“იცით, პარიზში მეზობლებმა ჩემს შვილებს რა უთხრეს?” – მესი

მაიამის “ინტერის” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ “პარი სენ ჟერმენში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მას და მის ოჯახს საფრანგეთში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ. “სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთული იყო. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერას “ბარსელონაში” დავასრულებდი. პარიზში ცხოვრებისას, ერთხელ მეზობლებმა კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს შენიშვნა მისცეს, რადგან […]

გაიცანით მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალის – Touch.Point-ის სპიკერები

მარკეტინგული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ფესტივალი Touch.Point იწყება. ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ადამიანები, რომელთაც სურთ, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და შექმნან ახალი შესაძლებლობები. წელს ღონისძიებაზე როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ლიდერები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიების პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა და კითხვა-პასუხის სესიებს. ღონისძიების სპონსორი საქართველოს […]

Mumsy – მშობიარობის შემდგომი თავის მოვლის პირველი ნაკრები ქართველი დედებისთვის

ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი – Mumsy * მამსი გამოჩნდა, რომელიც ქართველ დედებს მშობიარობის შემდგომი თავის მოვლის პროდუქტებს სთავაზობს. მშობიარობის შემდგომ პერიოდს თან ახლავს ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. პოსტპარტუმ პერიოდში მყოფი ქალების საჭიროებებიდან გამომდინარე, მამსი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს, რომელიც ნაკრების სახით იქნება წარმოდგენილი და აერთიანებს:

თბილისში, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა, სხვა მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ გავაძლიერებთ, რადგან გვესმის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია საქართველო, ჩვენი პროდუქტების კონკურენტუნარიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული ხარისხთან” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის […]

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას“ – ოთარ შამუგია

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრნენ. ლაბორატორიაში ჩატარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია ბიზნესსექტორსა და კერძო პირებს 500-მდე კვლევას სთავაზობს. „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას; თბილისში […]

ლაზარე გრიგორიადისი: არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ

არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მხოლოდ ზიზღს თესავენ,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „საზოგადოებაში, ჩემს ირგვლივ ვინებიც არიან, ვაკვირდები და არის იმედგაცრუება, იმიტომ რომ უნდათ, ნახონ რაღაც ერთობა. პრეზიდენტის ქარტიასაც ეთანხმებიან, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე უნდათ, რომ მეტი ერთობა ნახონ. აინტერესებთ, როგორ დაკომპლექტდება პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიციური მხარე. მეც მაინტერესებს, კოალიციას შეკრავენ, […]