მარია ზახაროვა – აშშ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არეულობას, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის

შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არეულობას, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე წერს. „თქვენთვის სულ ეს არის დემოკრატია: ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი თავისი საელჩოს მეშვეობით აცხადებს, რომ აქციები უნდა ჩატარდეს პასუხისმგებლობიანად და არ გმობს ხელისუფლებას მათი ჩახშობის გამო, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, […]

პაატა მანჯგალაძე – თურმე ახლა შეასრულებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს – ექვსი თვის წინ კალაძე აცხადებდა, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ბურთი ევროპის მოედანზე იყო

კახა კალაძეს ვურჩევდი ან მრჩევლები შეცვალოს ან დოკუმენტები თავად წაიკითხოს – ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ კალაძე­ იმას აცხადებდა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ბურთი ევროპის მოედანზე იყო , – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი პაატა მანჯგალაძე. მანჯგალაძის თქმით, “აღმოჩნდა, რომ ბურთი კალაძეს ჰქონია დამალული და ახლა გამოაჩინეს”. “თურმე […]

ასე ქნა ჰიტლერმა, მტერს ეძებდა და მერე იპოვა ხალხი, ამათი ბრალიაო. ასე იპოვეს ბოლშევიკებმა

ასე ქნა ჰიტლერმა, მტერს ეძებდა და მერე იპოვა ხალხი, ამათი ბრალიაო. ასე იპოვეს ბოლშევიკებმა ჩვენ ერთ პაწაწინა გემზე ვართ, სამ მილიონ-ნახევარი ადამიანი, გარშემო აისბერგებია და ჩვენ შიგნით ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მეორე ნაწილი მოწოდებული ვართ, ეს გემი გავხვრიტოთ და დანარჩენებს თეთრ ვეშაპთან ბრძოლის საშუალება არ მივცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, […]

ჰამასის პრესპიკერის თქმით, არავინ იცის ამჟამად რამდენი მძევალია ცოცხალი

ჰამასის პრესსპიკერის ოსამა ჰამდენის ცნობით, ამჟამად არავის აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი მძევალია ცოცხალი ღაზის სექტორში. მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მხარეები მიაღწევენ უნდა მოიცავდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შეთანხმების მიღწევამდე ისრაელს ვერ მიაწვდიან ინფორმაციას ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლების შესახებ. CNN-თან საუბრისას ოსამა ჰამდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ წამოყენებული ზავის პროექტი ბოლომდე არ შეესაბამება ჰამასის მოთხოვნებს […]

მიხეილ დაუშვილი – „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ არჩევნებში მარცხდება – სჭირდება ცესკო კიდევ უფრო მარტივად კონტროლირებადი იყოს

პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო დიახ, აბსოლუტურად სწორია , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ეს ცვლილებები იმიტომ მიიღო, რომ ხვდება, არჩევნებში დამარცხდება. “არსებული წესის, რაც დღესაც მოქმედებს, შინაარსი იყო, რომ ცესკოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაღალი კონსენსუსი უნდა შედგეს. […]

შემოსავლების სამსახური – წითელ ხიდზე 15 ტონამდე აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. […]

სემეკში წყალმომარაგების საკითხებზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ქალაქების – თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან სანტიეგო ლაფუენტეს პერეს ლუკასთან, რეგიონულ დირექტორთან ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული […]

საფრანგეთი ტურნირის ფავორიტია, სლოვაკეთი სერბეთზე წინ, საქართველო ოცეულს მიღმა – ESPN-ის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

დღეს, 14 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ტურნირის მასპინძლის თამაშით გაიხსნება, გერმანიის ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე, შოტლანდიას დაუპირისპირდება. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა ტურნირის ფავორიტების სია დაასახელა. გამოცემამ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 22-ე ადგილი მიანიჭა. გთავაზობთ სიას: 1) საფრანგეთი 2) პორტუგალია 3) ინგლისი 4) გერმანია 5) ესპანეთი 6) ბელგია 7) იტალია 8) ხორვატია 9) ნიდერლანდები […]

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა „ტერორისტული ორგანიზაციების“ ფედერალურ სიაში შეიტანა „ქართული ლეგიონი“, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. თავად ლეგიონში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას აფასებენ „ქართული ლეგიონის“ ეფექტიანად მოქმედების დასტურად. კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა დღეს, 14 ივნისს, გაავრცელეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ უშიშროების სამსახურის „მტკიცებულებების“ საფუძველზე, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა „გასამხედროებული ფორმირება ქართული ნაციონალური ლეგიონი“. […]

ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება. მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების […]