სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის მიმართ, პოლიციის შენობაში არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. დაკავების საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს […]

შემოსავლების სამსახური: წითელ ხიდზე 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელი შემოჰქონდათ

წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილში მოწყობილ სამალავში 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი […]

დიალიზის კაბინეტი ფოთში რამდენიმე დღეში მიიღებს პაციენტებს – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ფოთში პაციენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის თაობაზეც ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. პაციენტებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ფოთის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარები დიალიზის სერვისით 2021 წლიდან […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8663 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8663 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8660 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 13 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8693 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0991 ლარია.

სტიქიის ზონაში დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება – გეოლოგების დასკვნა შოვზე

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება, – ამის შესახებ გეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 15 საათსა და […]

საქართველოსა და ისლანდიას შორის გეოთერმული ენერგიების განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო და ისლანდია გეოთერმული ენერგიების განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას ენერგოეფექტურობის, განახლებადი და გეოთერმული ენერგიის განვითარების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ. დოკუმენტის თანახმად, […]

გიორგი მამარდაშვილი BBC-ის კომენტატორთა რჩეულ ფეხბურთელებში მოხვდა

BBC-ის ტელევიზიისა და რადიოს კომენტატორებმა დიდი ფორუმის წინ გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელეს. ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი BBC-ის კომენტატორმა სტივ უილსონმა შეაფასა. მან ქართველი მეკარე შეაქო და აღნიშნა, რომ „ვალენსიამ“ გიორგი ისეთ ფასად შეიძინა, რომ ეს „ქურდობას“ ჰგავდა. „გიორგი მამარდაშვილს ბევრი მიიჩნევს ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ ახალგაზრდა მეკარედ. მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გახდა. მან ნაკრების ბოლო 13 […]

აშშ საქართველოში არეულობას ხელს უწყობს – ზახაროვა

ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს და მხარს უჭერს საქართველოში არეულობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ზახაროვამ აღშფოთება გამოთქვა სომხეთში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლება მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში დაადანაშაულა. „აი სწორედ ეს არის დემოკრატია ვაშინგტონურად. ერთ შემთხვევაში აშშ თავისი საელჩოს პირით აცხადებს, რომ მიტინგები მეტი პასუხისმგებლობით უნდა […]

ოდიშარია აქტივისტ პაპაშვილს შეურაცხმყოფელი ტერმინებით და სიძულვილის ენით იხსენიებს

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ბექა ოდიშარია აქტივისტს ბექა პაპაშვილს, რომელმაც გუშინ “მონა” უწოდა, არაკორექტული, დისკრიმინაციული, ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით მოიხსენიებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი აქტივისტს “დაფინანსებულ ადამიანს” უწოდებს. “ეს ადამიანი დაფინანსებულია, რა უნდა სანზონელი თუ გლდანელ კაცს ღამის 12ის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში? გამოიარა 150-მეტრიანი სივრცე დახლებით […]