ჩინეთში #MeToo აქტივისტს “სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიისთვის” 5 წელი მიუსაჯეს

ჩინეთში ცნობილ #MeToo კამპანიის აქტივისტს “სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიისთვის” 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. BBC-ის თანახმად, სოფია ჰუანგ შუეჩინი (Sophia Huang Xueqin) პარასკევს, სასამართლოს პროცესიდან თითქმის 10 თვის თავზე გაასამართლეს. შრომითი უფლებების აქტივისტს ვანგ ჯიანბინგს (Wang Jianbing), რომელიც სასამართლოზე ჰუანგთან ერთად წარდგა, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. BBC-ის ინფორმაციით, 36 წლის სოფია ჰუანგი […]

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი – 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა. ადვოკატის განმარტებით, მამაკაცს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. „ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, ეს პერსონალური ინფორმაციაა. სამედიცინო ჩარევა იზოლატორში არ დაჭირვებია, მაგრამ მას დაზიანებებიც აქვს. ბრალის წარდგენის შემდეგ […]

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დადება იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს

სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დადება იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას. ვოლსკის აზრით, ცესკოსთან დაკავშირებით მიღებულია ოპტიმალური გადაწყვეტილება იმ ცუდი სიტუაციიდან გამომდინარე, რისი შექმნაც საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლიათ. “საარჩევნო კოდექსით” დადგენილი იყო, რომ ცესკოს მიერ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, მლაშე, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ცნობით, 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ჭოპორტი, ახატანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 14:00-დან 17:00 საათამდე […]

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის არის თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხილვა. როგორ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, იპოდრომზე, […]

ქადაგიშვილი აშშ-ს ელჩს: ჩვენც გვწყინს, გამჭვირვალობაზე ლიბერალურ კანონს რომ რუსულს ეძახიან

[…] ქალბატონ ელჩთან დიდი პატივისცემით და ეს ჩვენი მთავრობის მეთაურმაც ბევრჯერ აღნიშნა – ჩვენც ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს რუსულს უწოდებენ. და აქედან გამომდინარე, მოურიდებლად, საქართველოს რუსეთის სატელიტობის იარლიყს კიდებენ. ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ჩვენს გულისწყვეტას ამ მხრივაც გაიგებენ. ეს არის ის გლობალური დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს […]

რა ღირს ერთჯერადი ვიზიტი თბილისის აუზებზე?

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში გადადის – საქართველოში მოქმედი აუზების უმრავლესობამ სტუმრების მიღება ივნისის თვიდან დაიწყო, სხვადასხვა ტიპის აუზი კი სასურველ ტარიფს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელს სთავაზობს. BM.GE თბილისში მოქმედ ღია და დახურულ აუზებზე ერთჯერადი ვიზიტის ღირებულებებს გაგაცნობთ, 14 ივნისის მდგომარეობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში 15 ივნისს პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას გააცნობენ, დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე გაიმართება, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე. „მოდერატორი იქნება დავით […]

გიგი წერეთელი რობინ დანიგანის განცხადებაზე – „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია უკიდურესად აზიანებს ურთიერთობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან

არ გვიკვირს ის რეაქციები, რომელიც არის სახელისუფლებო პოლიტიკის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებას მოსდევს პასუხები და ჩვენ ეს ამერიკის ხელისუფლებისგან სანქციების და „მეგობარი“ აქტის სახით ვნახეთ , – აღნიშნულის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა. გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანია […]

პეტრე ცისკარიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ წალენჯიხაში 6000-მდე ოჯახში წყალი შევიდა, რაც ევროკავშირის და დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა

წალენჯიხაში, საკრებულოს დარბაზში, წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა წყალმომარაგების პროექტებზე პრეზენტაცია გამართეს და მოსახლეობას ადგილზე მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, გია ხარჩილავას მერობის პირობებში, წალენჯიხაში, ევროკავშირის დაფინანსებით, 6 000-მდე ოჯახში წყალი შევიდა. „გია […]