გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, მლაშე, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ჭოპორტი, ახატანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებზეც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
ინფორმაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ