დასანქცირდნენ ივანიშვილი, კობახიძე, გომელაური, პაპუაშვილი, კალაძე – ევროპარლამენტარი ბორელს

დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე – ევროპარლამენტის წევრი ანსის პუპოლსი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ჯოზეპ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს სანქციების პროცედურები ქართველი ჩინოვნიკების მიმართ, ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. პუპოლსის წერილს ასევე მხარს უჭერენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რობერტს ზილე და რუმინელი ევროპარლამენტარი […]
გამოიყენე შესვენება პროტესტისთვის – გაიფიცე 5 წუთით – სტუდენტები

“გაიფიცე 5 წუთით” – თეატრალურის სტუდენტები ლექციებზე დაბრუნდნენ, მაგრამ პროტესტს განაგრძობენ. სტუდენტები პროტესტის გამოსახატად შესვენების დროს იყენებენ. უნივერსიტეტისგან არასათანადო ხელშეწყობის და მატერიალური პრობლემების გამო, მოგვიწია გაფიცულ სტუდენტებს უნივერსიტეტში დაბრუნება. გვიწევს ლექციებზე სიარული, მაგრამ არ ვჩერდებით, არ ვაპირებთ პროტესტის დატოვებას აკადემიური სივრცის მიღმა და ვიყენებთ შესვენების დროს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ვიწვევთ თბილისის კონსერვატორიას- “გაიფიცე 5 წუთით”, […]
გორელი ბიზნესმენი ხელმეორედ დაკავების მოლოდინშია – სააპელაციომ ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო

14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის, სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ. პროკურატურამ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის 6 ივნისის განჩინება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. 4 ივნისს, ღამით, პოლიციის მიერ დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. დღეს კი […]
თინა ბოკუჩავა – საარჩევნო ცვლილებები არის ივანიშვილის პარტიის მცდელობა, პოლიტიკურ ვერტიკალს დაუქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია – პრეზიდენტის ვეტო სწორია

დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ამერიკა არის „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ცდილობს და აქვს ბოროტი ზრახვები, რისი […]
ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 3.09 თეთრით

ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი – 3.0682 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.13 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი – 3.08 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
1 თვე რუსული კანონის მიღებიდან – ლარი დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 16.77 თეთრით

ლარი მცირედით გამყარდა – დოლართან 0.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი – 3.0682 ლარი. აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ანუ ბოლო ერთ თვეში – 14 მაისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 16.77 თეთრით. ამავე პერიოდში, […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოში წარსადგენ დეკლარაციებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ჯარიმების ადმინისტრირების პროცესზე იმსჯელეს

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ნაწილსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო შენატანის დეკლარირების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების საფუძველზე დაინიცირდა. ასევე, განიხილეს მონიტორინგის სისტემა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. […]
მათეუსი: ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები მოიგებს

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა Sport Bild-თან ინტერვიუში ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა. მათეუსის თქმით, ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდება. “როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებდით, ეს დღესაც ასეა. მჯერა, რომ ევროპირველობა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ზედმეტად კარგი ფეხბურთელებები გვყავს იმისთვის, რომ ვინმესი გვეშინოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ იულიან ნაგელსმანი ყველაფერს სწორად გააკეთებს. გერმანია […]
ევროპარლამენტარი პუპოლსი ბორელს ქართველი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებს სანქციები დაუწესოს იმ ქართველ ჩინოვნიკებს, რომლებიც არადემოკრატიულ ქმედებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი. პუპოლსის მოწოდებას ასევე უერთდებიან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რობერტს ზილე და რუმინელი ევროპარლამენტარი ტრაიან ბასესკუ. პუპოლსმა საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულ სიტუაციას კრიტიკული და დრამატული უწოდა, მისი […]