ერთ წელიწადში სისხლის ბანკები მუშაობას მხოლოდ არაკომერციული პირის სტატუსით გააგრძელებენ

14 ივნისს მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ სისხლის უანგარო დონორის დღე აღნიშნა. გაიმართა სისხლის გაღების მრავალი აქცია, რომელთა მიზანი ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა ქვეყანა სისხლის სრულად უანგარო დონაციაზე გადადის. ეს ზუსტად ერთ წელიწადში, 2025 წლის ივლისიდან უნდა მოხდეს. რას ნიშნავს უანგარო დონაცია და რატომ იკრძალება ანაზღაურების […]
პუტინის არაკეთილსინდისიერი წინადადება და ნატოს პასუხი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. პუტინის წამოყენებულ პირობებს ეხმაურება და ამბობს: “ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს…ამიტომაც ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”
პუტინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, უკრაინის 4 რეგიონზე კონტროლს ითხოვს, კიევი მოთხოვნაზე თანახმა არაა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მზადაა უკრაინაში ომი დაასრულოს, თუ კიევი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და რუსეთს მთლიანად გადასცემს 4 რეგიონზე კონტროლს. კიევმა ეს მოთხოვნა უარყო. შვეიცარიაში დაგემილი სამშვიდობო სამიტის წინ, რომელზეც რუსეთი მიწვეული არაა, პუტინმა განცხადება გააკეთა და მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოთხოვნა უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ, ეს უცვლელი […]
დანიგანმა გულსაკლავი უწოდა დეზინფორმაციას, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ვრცელდება

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ილიას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ძლიერი გულისტკივილი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის მიმართ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე. ელჩი ილიას უნივერსიტეტში დაესწრო პროექტ „საბჭოთა მეხსიერების“ პრეზენტაციას. პროექტი მოიცავს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ზეპირ ისტორიებს. აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ, მისი აზრით, შეუძლებელია „პროექტი ამაზე უფრო მნიშვნელოვან დროს დაწყებულიყო, ვინაიდან დეზინფორმაცია, ისტორიული რევიზიონიზმი ნამდვილად საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში“. […]
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორისა და პარტნიორის ნათია ჯანაშიას ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა კომპანიის ე.წ. ინვესტორისა და ამჟამინდელი წილის 70%-ის მფლობელი სს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურისა და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის დირექტორის“ გიორგი კეთილაძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელშიც ირაკლი გილაურსა და გიორგი კეთილაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მოტყუებით სხვისი ნივთის […]
ვლადიმერ ბოჟაძე – მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ქვეყნის მოღალატე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებას უწუნებენ. მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა არის ქველმოქმედება […]
კახა ლაბუჩიძე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებზე მემორიალური დაფის განთავსების მოთხოვნის წესში ცვლილებას ეხმაურება

დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტის განხილვას გამოეხმაურა. როგორც ლაბუჩიძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილება მნიშვნელოვანია და მისი მიზანია, თბილისის საპატიო მოქალაქის […]
კონსტანტინე ზარნაძე – ოპოზიცია არ ესწრება საკრებულოს სხდომას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ იპოდრომის მთელი ტერიტორიის განაშენიანებას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების პროექტის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კოლეგებისგან ბევრი ინფორმაცია მიიღო, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტის განხორციელებას, არ მოუსმენია. „ბევრი ვისაუბრეთ ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების არგუმენტირებული აზრი არ მოგვისმენია. […]
ლევან არველაძე – ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტი, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ვთვლი, რომ ეს ხიდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების […]
თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ვერცხლის მედალოსანია | მილანელებმა ფინალური სერია მოიგეს

იტალიის სერია A მილანური ოლიმპიას გამარჯვებით დასრულდა. თორნიკე შენგელიას ვირტუსი ფინალურ სერიაში 1:3 დამარცხდა და იტალიურ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. სერიის ბოლო მატჩი, რომელიც მილანში გაიმართა ოლიმპიას გამარჯვებით – 85:73 დასრულდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ვირტუსის მხრიდან საუკეთესო შედეგი ისაია კორდინიეს ჰქონდა. ფრანგმა შეხვედრა 21 […]