ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით / 15-17 ივნისის ჩათვლით

ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით / 15-17 ივნისის ჩათვლით გარემოს ეროვნულის ააგენტოს ცნობით, 15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს წვიმიანი ამინდი მოსალოდნელია ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 […]

ქეით მიდლტონი 6-თვიანი პაუზის შემდეგ 15 ივნისს პირველ საჯარო ღონისძიებას დაესწრება

ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 15 ივნისს მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღეზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველ საჯარო ღონისძიებას დაესწრება. მისი თქმით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესამჩნევი პროგრესი აქვს. 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. მიდლტონის თქმით, მისი მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. როგორც ცნობილია, […]

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება – ელჩებმა ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ცნობისთვის, ივნისის დასასრული უკვე დიდი […]

ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა – მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 გაანადგურა. შეხვედრა პირველივე წუთებიდან იულიან ნაგელსმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მე-10 წუთზე ანგარიში ფლორიან ვირცმა გახსნა, 9 წუთში ჯამალ მუსიალამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის ბოლოს შოტლანდიელთა საჯარიმოში რაიან პორტეუსმა ილქაი გიუნდოგანი წააქცია, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და შოტლანდია 10 კაცით დარჩა. კაი ჰავერცმა […]

POLITICO: ბელარუსი აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტის დროს სამხედრო დახმარებას აწვდიდა

POLITICO გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი და სომხეთის ოფიციალური მოკავშირე მის მეტოქეს, აზერბაიჯანს ფარულად სამხედრო დახმარებას აწვდიდა. ОДКБ-ს წევრთა ვალდებულებაა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან. გამოცემის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში შედის წერილები, დიპლომატიური ჩანაწერები, ქვითრები და საექსპორტო პასპორტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბელარუსი 2018-2022 წლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს […]

„ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ტეილორ სვიფტის გამო გადადო, ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტია“ – რომან გოცირიძე

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნემ ბრიტანეთის ეკონომიკაზე.ამის შესახებ უცხოელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით დეპუტატი რომან გოცირიძე წერს. „ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, დიდ სტადიონებზე ორმოცამდე კონცერტს გამართავს, აქედან 18 კონცერტი ჩატარდება დიდ ბრიტანეთში. ანალიტიკოსების პროგნოზებით, კონცერტების სერიამ ბრიტანეთის ეკონომიკას შეიძლება მოუტანოს შემოსავალი 1,27 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამ ამბავში კურიოზული ის […]

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს. უნგრეთმა, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა. მომდევნო ეტაპია – სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ევროკომისიაში 7 ივნისს დაადასტურეს, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე […]

“სამინისტრომ HORECA-სექტორს ქონების გადასახადის გადავადებაზე კულტურული უარი გვითხრა“ – ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დარგის წარმომადგენლებისთვის ქონების გადასახადის გადავადების შესახებ მიმართვის საპასუხოდ კულტურული უარი უთხრა. როგორც ჰოტელიერი BM.GE-სთან ჰყვება 24 მაისს ეკონომიკის მინისტრთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას საჯარო მოხელეებმა სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვეს. შესაბამისად სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს ქონების გადასახადის გადავადების თხოვნის შემცველი წერილით […]

გასულ წელთან შედარებით ახლა, 20%-ით მეტი ჯავშანი გვაქვს – Georgia Palace Hotel & Spa

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ფესტივალი ქალაქ ბათუმშია დაგეგმილი, თუმცა ამ მხრივ ქობულეთში რაიმე სახის ღონისძიება ჩანიშნული არ არის. Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერი ელზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ქობულეთი ტურისტების მხრივ უფრო მეტად დატვირთული ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის პირველ ნახევარშია, თუმცა მისი შეფასებით, გასულ წელთან შედარებით ზრდა ამ […]

გერმანიაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

ევრო 2024 პარასკევს, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნა. ტურნირის დებიუტანტია საქართველოს ნაკრები რომლის პირველი მატჩიც 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ შედგება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ევრო 2024-ის დაწყებამდე სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებულია. „დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება! ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული გუნდი დიდ საფეხბურთო ფორუმზე კონტინენტის 24 […]