„დიდი შვიდეული“ – რუსეთმა უკრაინას, მიყენებული ზიანის გამო, 486 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, რაც, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ […]
დაცული ტერიტორიების სააგენტო – საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი

2024 წლის 5 თვეში, ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს, ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 39% ქართველია, ხოლო 61% […]
გაზრდილი ქეშბექის აქცია სამოსსა და ფეხსაცმელზე იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack იწყებს გაზრდილი ქეშბექის აქციას სამოსსა და ფეხსაცმელზე. 14 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით ლიბერთის VISA ბარათის მფლობელებს საშუალება ეძლევათ განაახლონ გარდერობი და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 50%. მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის VISA ტიპის ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 50%ქეშბექის დაბრუნებას შეძლებთ • 14-15-16 ივნისი – ვორტმანი/WORTMANN 50% ქეშბექი – ლიმიტის გარეშე • 15 ივნისი – […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 1,6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭანიეთური იყო.
დღეიდან ამ ქუჩებზე გადაადგილება 3 თვით შეიზღუდება – ჩამონათვალი

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. „ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და […]
რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა – დამტვრეულია მსუბუქი მანქანები

რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, დამტვრეულია 5 მსუბუქი ავტომანქანა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სავარაუდოდ გადაიკეტება აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა
ევრო 2024-ის ტურიზმი გერმანიას $1 მილიარდს მოუტანს

გერმანიას, როგორც ევრო 2024-ის მასპინძელს, ფეხბურთის თამაშებზე ჩამოსული უცხოელი ტურისტებისგან 1 მილიარდი ევროს(1,07 მილიარდი აშშ დოლარი) მიღება შეუძლია – ამის შესახებ IFO ინსტიტუტის პროგნოზშია საუბარი. ეს ზრდა წლის მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკური პროდუქციის დაახლოებით 0,1%-ს შეადგენს. „საფეხბურთო თამაშების წყალობით, გერმანიის განთავსების ბიზნესი და სურსათის საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებს“ – განაცხადა ქვეყნის უმაღლესმა […]
მედია – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე გერმანიის გამო ვერ შეთანხმდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი გერმანიის პოზიციის გამო ვერ შეათანხმა, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის წყაროების თანახმად, გერმანიამ, ქვეყნის ინდუსტრიაზე პოტენციური გავლენის გამო, გააპროტესტა პუნქტი, რომლის თანახმადაც სანქციების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ევროკავშირის კომპანიებს ეკისრება. ევროკავშირის 27 ქვეყნის ოფიციალური პირები ერთ თვეზე მეტია მსჯელობენ პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის […]
ვლადიმერ პუტინი – რუსეთს სპეცოპერაციის ზონაში დაახლოებით 700 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 700 000-მდე რუსი სამხედრო მონაწილეობს. „ჩვენ გვყავს თითქმის 700 000 ადამიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. დეკემბერში პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის ზონაში 617 000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საკონტრაქტო სამსახურს წლის დასაწყისიდან 100 000 მეტი ადამიანი შეუერთდა. უკრაინის […]
კობახიძის და ოცნების წევრების ვიზიტის პარალელურად ბერლინში 21 ივნისს აქცია დაანონსდა

ბერლინში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ოცნების წევრებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების პარალელურად, აქტივისტები აქციას გამართავენ. “უთხარი არა ქართული ოცნების ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს” – ამ სახელწოდებით ღონისძიება უკვე გამოქვეყნდა Facebook-ზე. ორგანიზატორი მოძრაობა გზაა. “გააგონე შენი ხმა სასტუმრო ადლონში შექოცებულ ოცნებას! საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა […]