“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდეს კლუბს შევუერთდი” – “დილას” ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ “ნოაში” დანიშვნის შემდეგ

გორის “დილა” აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა რუი მოტამ გუშინ მოულოდნელად დატოვა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი კლუბი “ნოა” ჩაიბარა. 45 წლის დამრიგებელი ეროვნულ ლიგაში გორელებს ბრწყინვალედ ათამაშებდა, ცხრილში ლიდერებიც იყვნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა გაცილებით დიდ ანაზღაურებას უკავშირდება. მოტას სიტყვებს “ნოაში” დანიშვნის შემდეგ, სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს: “გამარჯობა, ძვირფასო […]

რუსეთმა უკრაინას, მიყენებული ზიანის გამო, $486 მლრდ-ზე მეტი უნდა გადაუხადოს – G7

რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, რაც, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ […]

სურსათის ეროვნული სააგენტო – 5 თვეში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან 6729 კონტროლი განხორციელდა, გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა

2024 წლის 5 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან 6729 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რის შედეგად 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან […]

გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საინფორმაციო ტური მხარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. „ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც აქვს პოტენციალი, განავითაროს რეგიონში სამეწარმეო საქმიანობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს […]

“გასულ წლებში ამ დროს ჯგუფი ჯგუფზე შემოდიოდა, წელს იანვარში რომ გვქონდა ეგ სიტუაციაა” – სასტუმრო “ჩაო”

ტურისტული სეზონი აჭარაში 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება. შავიზღვისპირა რეგიონი ზაფხულს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, თუმცა სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი ჯერ ისევ დაბალია. როგორც სასტუმრო “ჩაოს” მფლობელი თამაზ მახარაძე ამბობს, მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლებისგან მოდის. მისი თქმით, ევროპელმა ტურისტებმა ჯავშნები სხვა და სხვა მიზეზის გამო გააუქმეს, რის ერთ-ერთ მიზეზად გაძვირებული ავია-ბილეთები სახელდება. “საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, იმიტომ რომ ამ […]

CSF: ვანო ჩხიკვაძისთვის ორგანიზებული ჯგუფის დახვედრა ხელისუფლების მიერ კოორდინირებულია

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის 14 ივნისს აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას ეხმაურებოდა. “ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში მის გამოსვლას ეხმაურებოდა. ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის […]

ევრო 2024-ის პირველსავე დღეს შეცვლილი ისტორიები – გუშინ გერმანიაში ტურნირის გახსნით მატჩში არაერთი რეკორდი დაფიქსირდა

ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიამ შოტლანდია 5:1 გაანადგურა და ამ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა. ტურნირის მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა პირველი დამრიგებელი, რომელიც მინდვრის მოთამაშეზე უმცროსი გახლდათ. მისი ასაკი გუშინ 36 წელსა და 327 დღეს ითვლიდა, გერმანელთა კიპერი მანიელ ნოიერი კი 38 წლის გახლავთ. სათქმელია ისიც, რომ ნაგელსმანი ტურნირის ისტორიაში ყველაზე […]

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები […]

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 🌦 15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს წვიმიანი ამინდი მოსალოდნელია ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. 🌦 ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით […]

ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სეგედში (უნგრეთი) კანოე-კაიაკიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. წარმატებას მიაღწია ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრმა, ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანმა ზაზა ნადირაძემ. ნადირაძემ 200 მეტრზე კანოეთი (C1) საკვალიფიკაციო გაცურვას 39.850 წამი მოანდომა, რამაც მას ავტომატურად ფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. ნადირაძემ ფინიშის […]