შოლცის თქმით, G7-ის სამიტზე პუტინის პირობები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ განხილულა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა იტალიაში სამიტზე არ განიხილეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირობები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე. შვეიცარიაში გამგზავრებადე, სადაც დღეს უკრაინის მშვიდობის სამიტი უნდა დაიწყოს, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის წინადადება უარი თქვას NATO-სა და საკუთარ ტერიტორიებზე, ყურადღების გადატანის მცდელობაა სამიტიდან, რომელზეც რუსეთი არ არის […]

“საქართველოს კაპიტალის” დირექტორს ირაკლი გილაურს პროკურატურაში თაღლითობისთვის უჩივიან (რ)

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორისა და პარტნიორის ნათია ჯანაშიას ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა კომპანიის ე.წ. ინვესტორისა და ამჟამინდელი წილის 70%-ის მფლობელი სს “საქართველოს კაპიტალის” დირექტორის ირაკლი გილაურისა და შპს საქართველოს განათლების ჯგუფის დირექტორის გიორგი კეთილაძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელშიც ირაკლი გილაურსა და გიორგი კეთილაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მოტყუებით სხვისი ნივთის […]

„ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი“ — CSF ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში დახვედრაზე

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ეხმაურება 14 ივნისს აეროპორტში მომხდარ ფაქტს, როდესაც ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი და სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხები სალანძღავად და შეურაცხყოფის მისაყენებლად დახვდნენ. “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი იყო ვანო ჩხიკვაძის აშშ-ს კონგრესში გამოსვლის საპასუხოდ. “ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის […]

კვარაცხელიას “ნაპოლიში” დარჩენის შემთხვევაში, ფლანგზე ახალი მეწყვილე ეყოლება – კონტე მარიო რუის უშვებს

Corriere del Mezzogiorno-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ნაპოლის” მცველი მარიო რუი დატოვებს. პორტუგალიელი “პარტენოპეის” ახალი დამრიგებლის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან მიდის. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელს სამშობლოში ეპატიჟებიან და მის დამატებას “ბენფიკა”, “პორტო” და “სპორტინგი” ცდილობენ. Il Mattino უფრო შორსაც […]

უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები 14 ივნისის საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ბელგიური პრეზიდენტობა ავრცელებს. “ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს ძირითად პრინციპებზე. ბელგიის პრეზიდენტობა პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციებს 25 ივნისს მოიწვევს”. – წერია გავრცელებულ განცხადებაში. Украинская правда-ს ინფორმაციით, აღნიშნული ნიშნავს, რომ 25 ივნისი მოლდოვისა და […]

ტოკიოში ქართული ფესტივალი გაიმართება

15-16 ივნისს „საქართველოს დღეები იაპონიაში“ პირველად იმართება. იოიოგის პარკში ორი დღის მანძილზე ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა. საგულისხმოა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და […]

რუმინეთმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად რუს დეპუტატებს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუქარესტში გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ დაწერა. კარასინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ […]

პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. “სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, […]

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს […]

სერგო ჩიხლაძე – ევროკავშირი სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე

ევროკავშირი ძალიან სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს და ანტიევროპული კანონები ძალაში შევა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაპაუზდება და ინვესტიციებიც არ შემოვა. „იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ძალადობა გაგრძელდება, […]