დმანისის მერმა სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე შეაფასა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ოლეგი გოშუანთან ერთად, სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან (ეკომიგრანტები) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე შეაფასა. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ამ ეტაპზე 27 სახლის […]
ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების ეტაპს EU-ში. დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება მათ რიგებს: “ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება” წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა […]
პრეზიდენტი: ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების ახალ ეტაპს EU-ში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ მათ რიგებს მალე საქართველოც შეუერთდება. “ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება”, – წერს ზურაბიშვილი. ევროკავშირის ელჩებმა […]
კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. […]
ოდიშარია: სამიტი ნაკლებად სერიოზულია, რისი გადამწყვეტია ზელენსკი ზურაბიშვილთან ერთად

ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიას, შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ მთავარი აქტორები, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები. მათ შორის, აშშ-ის ლიდერი. აღარ ვსაუბრობ სხვა იმ გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები. რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს ალბათ საზოგადოებას ღიმილს […]
გარემოს ეროვნული სააგენტო – 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო).
შარლ მიშელი – მივესალმები შეთანხებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე

ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებას მიესალმებიან და ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ჰპირდებიან. „მივესალმები შეთანხების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ევროკავშირის […]
ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის – გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო […]
“ონლაინ მედიას დაარტყით?! ეგ იქნება ვინც მოგი@@ავთ დედის @რაკს” – თავდასხმა თაიმერზე

გამოცემა თაიმერი განცხადებას ავრცელებს: ჩვენი facebook გვერდიდან მასობრივად იშლება ბალდის კანიონთან, შოვის ტრაგედიასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთნ დაკავშირებული ინფორმაციები, ასევე “თაიმერის” ექსკლუზიური ნიუსები და ფოტო-ვიდეო მასალები. ცოტა ხნით ადრე კი წაიშალა “თაიმერის” ოფიციალური youtube არხი. “თაიმერის” გუნდი ცდილობს მიზეზების გარკვევას. სავარაუდოდ, ჩვენს გვერდსა და მასალებზე ხდება ორგანიზებული თავდასხმა. წაშლილია 3700-მდე ნიუსი. ონლაინ […]
გორელმა ბიზნესმენმა სოსო ბაბაევმა სამხარეო პოლიციასთან გააპროტესტა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გორელმა ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა სოსო ბაბაევმა, რომელიც თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მისი თქმით, იმ შენობაში, სადაც 15 ივნისს მეგობრებთან ერთად მივიდა პროტესტის გამოსახატად, ის პოლიციელები სხედან, რომლებმაც მას იარაღი ჩაუდეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა კი თავისი გადაწყვეტილებით, იარაღის ჩადება […]