შვედეთი იტყობინება, რომ რუსეთის ტაქტიკურმა ბომბდამშენმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს

შვედეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ტაქტიკური ბომბდამშენი მისმა გამანადგურებლებმა გადაიტაცეს მას მერე, რაც მან მცირე ხნით დაარღვია შვედეთის საჰაერო სივრცე. ინციდენტი 14 ივნისს მოხდა, დაახლოებით სამ თვეში მას მერე, რაც შვედეთმა უარი თქვა თავის მრავალწლიან ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრი გახდა. 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, იონას ვიკმანი იტყობინება, რომ რუსულ სუ-24-თან შესახვედრად […]

ევროკავშირში მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკება 25 ივნისს დაიწყება

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 14 ივნისის საღამოს პრინციპულად დაამტკიცეს ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების ჩარჩოები. ამის თაობაზე წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას და უკრაინის მედიას ევროპულ საბჭოში მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა – ბელგიაზე დაყრდნობით. ელჩების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს, როგორც იგეგმებოდა, ჩატარდება სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად იუწყება უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება, იტყობინება „უკრაინსკაია […]

2023 წელს მსოფლიო მილიარდერების ქონებამ $86 ტრლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიო სიმდიდრის ყოველწლიურ ანგარიშში Capgemini-მა თქვა, რომ 2023 წელს მსოფლიოში ყველა დოლარიანი მილიონერის ერთობლივი ქონება 4,7%-ით გაიზარდა და 86,79 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ინფლაციური წნევის შემცირება და მსოფლიო ბაზრების აღდგენა. შედეგად, მაჩვენებელმა აღადგინა კლება 2022 წლის ბოლოს (3,6%-ით) და 2021 წლის რეკორდულ დონეს გადააჭარბა, რომელიც თითქმის $86 ტრილიონი იყო. მდიდარი […]

წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. “სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის […]

კიბერუსაფრთხოების მიზეზით ფეისბუკზე იშლება პოსტები ხელისუფლებისადმი კრიტიკული წყაროებიდან

“მთის ამბები” 15 ივნისს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გამოცემის ფეისბუკგვერდიდან მასობრივად იშლება მასალები, რომლებიც კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მასალებს მოიცავს. “ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ […]

ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მასიურად იშლება სხვადასხვა დროს დადებული პოსტები და ინფორმაციები

ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მათი პირადი თუ ოფიციალური გვერდებიდან მასიურად იშლება სხვადასხვა დროს დადებული პოსტები. “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ საქართველოს სასამართლოს გუშაგს წაუშალეს 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული ჰქონდათ სტატიები courtwatch. ge-დან. “გუშინ ჩვენ, ანუ საქართველოს სასამართლოს გუშაგს, წაგვიშალეს ორივე ფეიჯზე 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული გვქონდა სტატიები courtwatch. ge-დან. ახლა ამ ბმულს რომ ვწერ, […]

“მთის ამბები”: ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს

„მთის ამბები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს, მათ შორის, ინფორმაციას შოვის ტრაგედიაზე: “რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ […]

“მთის ამბების” ვებგვერდიც წაშალეს – გელა მთივლიშვილი

“მთის ამბების” ვებგვერდი წაშალეს. მედიასაშუალების პლატფორმაზე შესვლა ვეღარ ხერხდება. ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ვებგვერდიც მიაყოლეს, წაგვიშალეს. რამდენიმე წუთი არეული იყო და შეფერხებით მუშაობდა, სახელსაც ვეღარ ვწერ აქ”, – წერს გელა მთივლიშვილი. მედიასაშუალება ცოტა ხნის წინ წერდა, რომ მათი “Facebook”-იდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან. “მთის ამბების” ინფორმაციით, წაშლილია შოვის ტრაგედიაზე […]

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს – სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერით, საერთო ძალისხმევით, დაგროვილი გამოცდილებითა და განხორციელებული რეფორმებით, დღეს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად […]

„მივესალმები შეთანხმებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე“ – შარლ მიშელი

ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებას მიესალმებიან და ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ჰპირდებიან. „მივესალმები შეთანხმების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ევროკავშირის […]