ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის, ქარის მაღალი ალბათობა – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს სააგენტოს გავრცელებულ გაანცხადებაში.
ჯორჯია მელონი – „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პუტინი გვთავაზობს, მშვიდობის დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის – ძვირფასო ზელენსკი, ჩვენი იმედი გქონდეთ

„მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტის მეორე დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ძვირფასო კოლეგებო, „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. ეს ასე არ არის. მშვიდობის ცნების დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, […]
საქართველოს ეზიდები ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ

საქართველოს ეზიდი თემი დღეს მნიშვნელოვან დღესასწაულს. „ტავაფა ეზიდს” – თბილისის სალოცავის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ერაყიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან ჩამოსული ეზიდი თემის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ეზიდ მოქალაქეებთან ერთად აღნიშნავდნენ ამ დღეს. „ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომხური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. სასულიერო რიტუალის შემდეგ, […]
“ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ…” – რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

გადაცემაში “სპორტი იმედზე” ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. ჯუღელის თქმით, მისი ყურადღება ამჟამად ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული და არა სამენეჯერო საქმიანობაზე. “ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ ჩემი, როგორც მენეჯერის რანგში, პირველი სატრანსფერო ფანჯარაა, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობ ტრანსფერზე. ჩემი მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებისკენაა მიმართული. მთავარია […]
,,წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო არეალში ტაქსების შეშვება დაშვებულია, გარდა ამისა, 5 000-მდე საშვია დაშვებული მათზე” – კახა კალაძე

სარეაბილიტაციო არეალში ტაქსების შეშვება დაშვებულია, გარდა ამისა, 5000-ამდე საშვი დაშვებულია მათზე, ვისაც ავტომობილი ჰყავს. საოცარი იყო, რომ გავიგე, 5000 ავტომობილზე იყო საშვი გაცემული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის სამუშაოებს მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. […]
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ქართველი […]
გმირთა მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გმირთა მოედანზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, ცეცხლი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის არმიამ “ტაქტიკური პაუზა” გამოაცხადა, რათა გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი მძიმედ დაზარალებულ ღაზაში

16 ივნისს, ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს “ტაქტიკური პაუზა” ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი რაოდენობის მიწოდება. არმიამ განაცხადა, რომ პაუზა – საბრძოლო იერიშის შეწყვეტა, რაფაჰის რაიონში დილის 8 საათზე დაიწყება და ძალაში იქნება საღამოს 7 საათამდე. განცხადებით, პაუზა გაკეთდება ყოველდღე, შემდგომ ცნობამდე. სამხედროების თქმით, ამ პაუზის მიზანია, საშუალება მიეცეს ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს, […]
კახა კალაძე – მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მიზანმიმართული სპეკულაციები, შანტაჟი – მოცემულია 9-პუნქტიანი გეგმა, ძალიან მალე ყველაფერი შესრულდება და ბურთი უკვე მათ მხარეს იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და თანადგომას გამოხატავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი. „რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს მეგობრობას, რა თქმა უნდა, ეს მეგობრობა არსებობს და გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო უკრაინის მიმართ […]
გმირთა მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გმირთა მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.