“მადანაშაულებდნენ, რომ კაფე რამდენჯერმე ერთ ადამიანს გადაეცა” – კალაძე “მზიურის” აუქციონზე გატანის მიზეზს ხსნის

თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მერიამ “კაფე მზიურის” აუქციონზე გატანა. მისი თქმით, ადანაშაულებდნენ, რომ კაფეს შენობა რამდენჯერმე ერთ ადამიანს გადაეცა პირდაპირი წესით, მას კი არ უნდა “ეს თემა გახდეს სალაპარაკო”, “რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე პირდაპირი წესით მიცემა, რაშიც მე მადანაშაულებდნენ და რა თქმა უნდა, არ მინდა, ეს თემა გახდეს სალაპარაკო. […]
ადმინისტრაცია კალაძის განცხადებაზე: ეს არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს. სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის […]
თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს

თბილისში, ვაკეში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა და მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები – ირაკლი მამალაძე და დარეჯან ბრეგვაძე სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები – ირაკლი მამალაძე და დარეჯან ბრეგვაძე სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი ეხმაურებიან „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციას, რომ სათხის მონასტერი „უმძიმეს მდგომარეობაშია“ და განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს სპეციალური სარევიზიო კომისიის შექმნას და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განუხორციელებელი მესამე ეტაპის სამართლებრივ შეფასებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდა იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.
ცდილობენ ფეხბურთელები და საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ – ზურაბიშვილი კალაძის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მორიგი განცხადებით ეხმაურება ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხს. ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება უწყებაში პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს. “სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად […]
ზელენსკი მშვიდობის სამიტის შესახებ: დიალოგი შედგა და მას შეიძლება პრაქტიკული შედეგები მოჰყვეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მშვიდობის სამიტს, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში, შეიძლება პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვეს მშვიდობის გზაზე. ზელენსკის თქვა თავის გამოსვლაში, რომ “დიალოგი შედგა. ცხადია, რომ მას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სრულიად პრაქტიკული ნაბიჯები. ჩვენ ყველანი მსოფლიოში დაინტერესებული ვართ, რომ ატომური ელექტროსადგური ან სხვა ობიექტები უსაფრთხოდ იყოს”. მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს “რუსეთის ჯარების […]
ირაკლი ქარქაშაძე – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე მეორედ უერთდება GEMO FEST-ს და პროექტის ერთ-ერთი მასპინძელია

უკვე მეორედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე ეცნობიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების […]
,,მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

,,მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნვს, რომ ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. „სახეზეა საქართველოს […]
თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა – რას აცხადებენ GWP-ში

თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა – რას აცხადებენ GWP-ში დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით […]